ჩვენს კითხვაზე თუ როგორ შეფასებას მისცემდა კარნეგის ცენტრის ექსპერტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ტომ დევაალი გვპასუხობს:
დე ვაალი: „ნათელია, რომ ეს იყო ისტორიული დღე საქართველოსთვის. პირველად ოცი წლის მანძილზე ამ ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლა ხდება არჩევნების გზით. ეს უნიკალურია პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების შემთხვევაშიც. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ევროპული დონის დემოკრატიად იქცევა. ქვეყანაში ახლაც მძლავრობს პოლარიზაცია და ჯერაც სანახავია, თუ როგორ მოახერხებენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანაცხოვრებას. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ამ დღით ქართველებმა უნდა იამაყონ.“
ჩვენს კითხვზე თუ როგორ აღიქვამს იგი ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პოლიტიკურ კარიერას და მის პოლიტიკურ სვლას პრემიერ მინისტრის რანგამდე, ტომ დე ვაალი გვპასუხობს:
დე ვაალი: „ბატონი ბიძინა ივნაიშვილი, დღემდე, ერთგვარ გამოცანად რჩება. ჩვეულებრივი ქართველები მასზე ცოტა არ იყოს არარეალისტურ იმედებს ამყარებენ, რომ ივანიშვილი უცბად შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას. ცალსახაა, რომ ივანიშვილი სამაგალითო ადამიანია, ის ვინც მოახერხა არსებული პოლიტიკური კლიმატის შეცვლა. რაც შეეხება მის კოალიციას, ეს არის ნაციონალისტებით და ლიბერალური ხედვის ადამიანებით დაკომპლექტებული კავშირი, რომლებსაც სააკაშვილთან დაპირისპირება აერთიანებთ. შესაბამისად, დრო გვიჩვენებს თუ როგორ მოხდება ამ კოალიციის მთლიანობის შენარჩუნება და მოახერხებს თუ არა ამას ბიძინა ივანიშვილი.“
წარმოუდგენია თუ არა მას მიხელ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი. აქ ტომ დე ვაალს ცალსახა პასუხი აქვს:
დე ვაალი: „ჩვენ მიმდინარე მოვლენებით სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასარულის მომსწრენი ვართ. მან მოახერხა თავისი სახელი ჩაეწერა საქართველოს განვითარების ისტორიაში. სამომავლოდ, მას გაუჭრდება უამრავი ოპონენტის ფონზე რაიმე ადგილი იპოვოს პოლიტიკაში, ადამიანი, რომელიც საოცრად გადაურჩა 2008 წლის ომს რუსეთთან, არა მგონია, რომ უნდა დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში.“
თუ როგორია მისი ხედვა ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობების კუთხით, კარნეგის ცენტრის ექსპეტრი გვპასუხობს:
დე ვაალი: „აქ ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები სააკაშვილის წასვლის შემდეგ უფრო ადვილი დასალაგებელი იქნება რუსეთთან. მაგრამ აქაც, იმიტომ რომ გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი და ამ პრობლემების დარეგულირების შანსს უახლოეს მომავალში მე ვერ ვხედავ, დიდ წინსვლას არ უნდა ველოდოთ.“
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ უნდა აიხსნას ის დიდი განსხვავება რომელიც წინასაარჩევნო გამოკითხვებსა და შექმნილი რეალობით გამოჩნდა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შემდეგ, დე ვაალს ახლა ეჭვი არ ეპარება, რომ ექსპერტებმა, მათ შორის ვერც მან ვერ გათვალა, რომ წინააღმდეგობა ბევრად დიდი იყო და საზოგადოებრივ კვლევებში დაფიქსირებული საგრძნობი რაოდენობა ადამიანებისა უბრალოდ აზრის გამოთქმისგან თავს იკავებდა. სინამდვილეში კი, ისინი უკმაყოფილებით იყვნენ სავსე.
დე ვაალი: „ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტისას საქართველოში სულ რაღაც ორი კვირის წინ, ვიგრძენი, რომ დიდი იყო უკმაყოფილება, განსაკუთრებით რეგიონებში. იყო პრო-ოპოზიციური განწყობები, თუმცა ადამიანები ამაზე საუბრისგან თავს იკავებდნენ. ამასთან ერთად, ცალსახაა, რომ შუაში მყოფი ადამიანების არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების გამომზეურებამ. შედეგი კი იყო ის რაც ვნახეთ.“
და ბოლოს, ჩვენი რესპოდენტის სურვილია, რომ საქართველომ მომავალში, სტაბილურობა შეინარჩუნოს და პროგრესს მიაღწიოს, რათა მოხდეს ორპარტიულ სისტემაზე ჭეშმარიტი გადასვლა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით არ უნდა მოხდეს ერთმმართველობის სისტემის ჩანაცვლება.