კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მოქმედ მთავრობასთან და პრეზიდენტთან კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კოალიციისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ხელისუფლების შეცვლის პროცესში კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა წარმოადგენს. თუმცა, მისივე განცხადებით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა მოქმედ მთავრობას ეკისრება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წინადადებას მიხელ სააკაშვილისადმი მისი ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ, დღეს „ქართული ოცნების” ლიდერი აცხადებს, რომ ეს არ არის არც პირადად მისი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა:
„ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს, ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგის და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად."
კოალიციის სამომავლო უახლოეს გეგმებთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერი ამბობს:
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს ოპოზიციასთან, დღევანდელ ხელისუფლებასთან. ჩვენ არ გვექნება არავითარი პრეტენზია, არავითარი პრობლემები მათთან მუშაობის, კიდევ ვიმეორებ, ვისაც არ აქვს კანონდარღვევა. ყველა საჯარო მოხელე, მათ შორის პოლიცია, პროკურატურა, სპეცსამსახურები, ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს, არავის არ მოეთხოვება, არავითარი კითხვა არ დაისმება იმ მიზნით, რომ ისინი მუშაობდნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. არავითარი დევნა არ განხორციელდება, გარდა სამართლებრივისა.
რაც შეეხება სამართლებრივს, აქ შემიძლია ცოტა შევჩერდე და მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, საჯარო მოხელეებს... ვიცი, რომ ძალიან ბევრი უსამართლობა, ძალიან ბევრი უკანონობა განხორციელდა, ძალიან დიდი ზეწოლა იყო საქართველოს მოსახლეობაზე. ახლა ყველამ იცის, რომ მოდის ახალი ხელისუფლება, იციან ჩვენი განწყობა. ჩემი სურვილი იქნება და თხოვნაც, დარჩენილ დროში, სანამ ჩვენ მოვახერხებთ და შევქმნით სიტუაციას, როდესაც სამართლიანი სასამართლო იქნება და მოქალაქეებს შეეძლებათ აღიდგინონ თავიანთი უსამართლობით დაკარგული სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფა თუ ქონება, იქნებ მოახერხონ, გააცნობიერონ რეალობა და ორმხრივი მოლაპარაკების გზით (ძალიან ბევრმა ძალიან კარგად იცის ვინ როგორ, როდის დააზარალა) მეგობრულად, მეზობლურად... ის ვინც იყო მოძალადე მან უნდა გააცნობიეროს, რომ მომავალში სასამართლოები რომ არ გადაიტვირთოს, რომ პროცედურები არ გაჭიანურდეს. ძალიან კარგი იქნება თუ თვითონვე მოახერხებენ და სასამართლოს გარეშე დათმონ ძალადობით აღებული და დაუბრუნონ დაზარალებულებს. რომ ვამბობ მეგობრულ-მეზობლურად, არ იფიქროთ რომ ამაზე ვაპირებთ ცხოვრებას და ასეთი სამართალი გვექნება."
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებას", მისივე თქმით „გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას” ახსენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს გაიმართება:
„მინდა აქვე შევახსენო გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ბატონ ივანიშვილს და ყველას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის 2013 წელს. იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად, თავისუფლად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩვენები. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ ნაციონალური მოძრაობა ახლა არის უკვე ოპოზიცია, შეიძლება ეს პროცედურა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. და ადამიანები, რომლებიც მათ შორის საარჩევნო კამპანიის დროს სხვა ბრალდებებთან ერთად, სხვა გზავნილებთან ერთად ხშირად საუბრობდნენ დემოკრატიის ნაკლებობაზე, პროცედურის პატივისცემის ნაკლებობაზე, ახლა ჩვენ ვხედავთ (მე იმედი მაქვს რომ ეს რაღაც გამარჯვების ეიფორიით გამოწვეული რიტორიკაა), მაგრამ ვხედავ საქციელს, თითქოს აქ რაღაც რევოლუცია ხდება, ან კიდევ უარესი, რაღაც გადატრიალება და არა დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება."
დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველანაირი მექანიზმი, რომ პრეზიდენტმა და ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, - აცხედებს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე:
„ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გუნდის სახელით ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ჩვენ შევდივართ პარლამენტში, ჩვენ ვიმუშავებთ ახალ პარლამენტში როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, ამას მოითხოვს ქართული დემოკრატია და ეს არის ქართველი ხალხის ნება. ჩვენ რვა წლის განმავლობაში ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ რვა წლის განმავლობაში ვაშენებდით ქართულ დემოკრატიას. პირველი ოქტომბრის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ქართული სახელმწიფო შედგა. პირველი ოქტომბრის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ქართული დემოკრატია შედგა. სწორედ ამიტომ, დღეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და არასდროს არ დაბრუნდეს უკან. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიღებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ჩვენ შევდივართ პარლამენტში, და ამით ვქმნით პრეცედენტს, რომ მომავალ საქართველოში ყოველთვის ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს და დაემორჩილება არჩევნების შედეგებს."