შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების მნიშვნელობასა და ამერიკის სამომავლო პოლიტიკაზე მათი გავლენის თაობაზე „ამერიკის ხმა" ვაშინგტონში მდებარე ამერიკის სწავლების ფონდის პრეზიდენტს, როჯერ რიმსს გაესაუბრა
„ამერიკის ხმა": როგორ შეაფასებდით ამ არჩევნების მნიშვნელობას? რამ განაპირობა გამარჯვებული კანდიდატის წარმატება?
როჯერ რიმი: „ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მოგეხსენებათ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ასევე, სხვადასხვა დროს ხდება კონგრესის არჩევნები. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ წელს ძალიან მწვავე, დაძაბული საპრეზიდენტო წინასაარწევნო კამპანია ვიხილეთ -ორივე კანდიდატმა კარგად ორგანიზებული კამპანია აწარმოა, ხმის მისაცემად ბევრი ადამიანი გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე, და ისიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არჩევნებში საკუთარ შეხედულებებსა და ღირებულებებს კიდევ ერთხელ აფასებენ და საბოლოო შედეგის განსაზღვრაში შეაქვთ წვლილი. ძალიან საინტერესო იყო, რომ შედეგებშიც გამოჩნდა გახლეჩილი საზოგადოების ხედვა. არჩევნების დასრულების შემდეგ ვნახეთ, რომ მოხდა ბარაკ ობამას ხელმეორე ვადით არჩევა პრეზიდენტად, და კონგრესშიც იგივე მდგომარეობაა, რაც არჩევნებამდე იყო.“
„ამერიკის ხმა": რატომ იყო შედეგები ასე რთულად პროგნოზირებადი?
როჯერ რიმი: „იცით, ბევრი სოციოლოგი დღეს გეტყვით, რომ შედეგები მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. მათი გარკვეული კატეგორია ობამას გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, იყვნენ ისეთებიც ვინც მიტ რომნის წარმატებას პროგნოზირებდნენ. მაგრამ მთავარი აქ, ჩემი აზრით, არის ის, რომ 2008 წლის მსგავსად განსხვავებები წელსაც გამოჩნდა სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის შეხედულებებში. მაგალითად, წელს ახალგაზრდების დიდმა პროცენტმა, 2008 წლის მსგავსად, ბარაკ ობამას დაუჭირა მხარი, დიდი იყო პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული სიმპატია, ანალოგიური მდგომარეობა იყო ლათინური ამერიკიდან მომავალ ემიგრანტებში და შავკანიან ამერიკელებში, თუმცა, მეორეს მხრივ, მიტ რომნის თეთრკანიანი მოსახლეობის საგრძნობმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. ისე რომ, ეს განსხვავება მოსახლეობის შეხედულებებში ანალოგიური იყო წარსულშიც და ამ მხრივ დღეს, არსებული ტენდენციის დადასტურება მივიღეთ.“
„ამერიკის ხმა": დამატებით რა შევიტყვეთ ხალხის აზრის, ელექტორატის შეხედულებების შესახებ?
როჯერ რიმი: „ამერიკელები გახლეჩილი არიან თავიანთ შეხედულებებში. ამიტომაც ძალიან მწვავე წინასაარჩევნო პროცესი მივიღეთ. პოპულარული ხმებით ობამასა და რომნის მოსახლეობის თითქმის თანაბარმა რაოდენობამ მისცა ხმა. ჩვენს სისტემაში არსებობს საარჩევნო კოლეგიაც, რომელმაც წელს დემოკრატების სასარგებლოდ ითამაშა. თუმცა, რესპუბლიკელების კანდიდატს მოსახლეობამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაუჭირა მხარი, და ბუნებრივია, რომ არსებულმა პრობლემებმა სწორედ რესპუბლიკელთა მხარდაჭერა განაპირობა. ამასთან ერთად, დემოკრატების მხარდაჭერა ბევრმა სხვა შედარებით მიკრო-დონის საკითხმა გადაწყვტია - ისეთებმა, როგორიც არის ქალთა უფლებები, აბორტის უფლების ქონა, უმცირესობებზე ზრუნვა და სხვა.“
„ამერიკის ხმა": რამდენად იქონია ქარიშხალმა „სენდიმ“ გავლენა ამ არჩევნების მიმდინარეობაზე და შედეგებზე?
როჯერ რიმი: „ქარიშხალ „სენდიზე" გაკეთებულმა საპასუხო რეაქციამ სახელმწიფოს მხრიდან მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა არჩევნებზე და მის შედეგებზე. მოვლენები ძალიან დაეხმარა პრეზიდენტ ობამას წარმატებას, რადგან მას ნამდვილი შესაძლებლობა მიეცა ხელმძღვანელის როლი ეტვირთა და საზოგადოების წინაშე სრული კონტროლის მქონე ლიდერად წარმოჩენილიყო. ჩვენ გვახსოვს, როცა ბარაკ ობამა, უბედურების დღეებში, ნიუ ჯერსის გუბერნატორთან ერთად გამოჩნდა და დემოკრატი და რესპუბლიკელი ლიდერი, ფაქტობრივად, უპრეცედენტო ვითარებში, მხოლოდ ერთი იდეით იყვნენ განმსჭვალული - ეს იყო ქარიშხლის შედეგების ლიკვიდირება.
აუცილებელია, თუმცა, ძნელად პროგნოზირებადია შედგება თუ არა მართლაც მოლაპარაკებები პრეზიდენტსა და კონგრესის წევრებს შორის რიგ ფინანსურ სკაითხებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ბიუჯეტის ავტომატური სეკვესტრირება მომავალი წლის 1 იანვარს. ვიცით რა რომ სენატს დემოკრატები აკონტროლებენ, პალატას კი რესპუბლიკელები, ჩემთვის ძნელად პროგნოზირებადია როგორ მოხდება მათი შეთანხმება რიგ სერიოზულ საკითხზე.“
„ამერიკის ხმა": რა შეიძლება მსოფლიოს ქვეყნებმა ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ისწავლონ?
როჯერ რიმი: „მსოფლიოში ბევრგან უკეთესი მექანიზმები არსებობს და უკეთ არის დაცული უსაფრთხოების სტანდატრები არჩევნების დროს, მაგალითად, ამ ქვეყნებში უკეთ ამოწმებენ პირადობის დამადასტურებელ საბუთს, როცა მოქალაქე ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე ცხადდება. ჩვენ ძალიან კარგად არ გვაქვს უზრუნველყოფილი ეს პრობლემა, უცხოელმა დამკვირვებლებმა მიგვითითეს კიდეც, რომ არჩევნები ამ საკითხში უკეთ უნდა მომზადდეს. მაგრამ კარგი რაც მოხდა იყო ის, რომ ხალხს ამ არჩევნებში მიეცა საშუალება საკუთარი აზრი გამოეხატა საპრეზიდენტო კანდიდატებზე და აერჩია ფავორიტი. ბევრ ქვეყანაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ ხდება. ვიცით, რომ ძალიან მალე ჩინეთში პრეზიდენტს მოსახლეობის უკითხავად დანიშნავენ. ეს სამწუხაროა."