ბარაკ ობამას ხელმეორე ვადით არჩევას სხარტი და მგძნებარე რეაქცია მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმობდნენ ობამას მხარდამჭერები.
მიტ რომნის მხარდამჭერები კი განიცდიდნენ და სვამდნენ კითხვას, თუ რატომ ვერ გაამართლა რესპუბლიკელთა სტრატეგიამ.
გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ კონგრესთან იმუშავებს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დასაძლევად.
ბარაკ ობამა: „მომავალი პერიოდის განმავლობაში, მე ველი, რომ ორივე პარტიის ლიდერებთან ვიმუშავებ კონგრესში და იმ საერთო გამოწვევების დასაძლევად ვიზრუნებთ, რომლებიც ერის წინაშე დგას. ეს არის დეფიციტის შემცირება, საგადასახადო კოდექსის რეფორმირება. მოკლედ ბევრი საქმე გვაქვს.“
როგორც მიტ რომნიმ განაცხადა, დროა პარტიული პოლიტიკა დავივიწყოთ და იმუშავონ ამერიკელებმა ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთობლივი ძალებით იმუშაონ. „ამერიკას დიდი გამოწვევები ეღობება წინ და მე ვლოცულობ, რომ ბარაკ ობამა წარმატებული იყოს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.“
საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში ყველაზე მთავარი საკითხი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. არჩევნებამდე გამოკითხული ადამიანების 60 პროცენტი სწორედ ეკონომიკას ანიჭებდა ყველაზე დიდ ყურადღებას. ანალიტიკოსების განცხადებით, ეკონომიკური მდგომარეობის მცირედმა გაუმჯობესებამ ოჰაიოს გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატში დიდი გავლენა იქონია - შტატში, სადაც პრეზიდენტ ობამას დამსახურებად ჩაითვალა ამერიკული ავტოინდუსტრიის და დასაქმების ბაზრის გადარჩენა.
ალან ლიხტმანი ვაშინტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი განცხადებით: „არჩევნების შედეგების წარმატებას კამპანია არ განაპირობებს, არამედ მმართველობა. წარმატება არც ეკონომიკის მდგომარეობაშია, არამედ მმართველობის ფაქტორების ვრცელ სპექტრში.“
კიდევ ერთი მოულოდნელობა ამ არჩევნებში იყო გენდერული ზღვარი. ობამამ მეტი ქალების ხმა მიიღო, მაგრამ მიტ რომნიმ უფრო მეტი კაცების ხმა მოაგროვა. ობამამ, ასევე, უკეთ მიიმხრო უმცირესობათა ხმები, განსაკუთრებით, ლათინური ამერიკიდან წარმომავალი ემიგრანტების ხმა, რომლებიც დემოკრატებს უფრო მეტად წყალობენ და ეს ტენდენცია 1996 წლიდან იწყება.