ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდი დოზით, შეერთებული შტატების ცვალებადმა დემოგრაფიამ განაპირობა. ამერიკაში თეთრკანიანი მოსახლეობა შედარებით შემცირდა და ქვეყანა ყოველწლიურად უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ამერიკის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა, ალან იხმანმა პრეზიდენტის გამარჯვება დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა. 2008 წელს პრეზიდენტის ირგვლივ ამომრჩეველთა ერთგვარი კოალიცია შეიქმნა, რომელიც მას გამარჯვებაში დაეხმარა. პროფესორის აზრით იგივე კოალიციის წყალობით, რომელიც ამასობაში გაიზარდა კიდეც, პრეზიდენტის არჩევა მეორე ვადითაც მოხდებოდა.
„ობამას უპირატესობას ქალები და სხვა უმცირესობები განაპირობებენ და ეს რესპუბლიკელებმა უნდა გაითვალისწინონ. ისინი მხოლოდ თეთრი პროტესტანტების იმედით ვეღარ გაიმარჯვებენ. თეთრკანიანთა რაოდენობა იკლებს, ქალები კი ელექტორატში უმრავლესობას შეადგენენ,“- ამბობს ალან იხმანი.
პრეზიდენტმა ობამამ ე.წ. მერყევი შტატების უმრავლესობა მოიგო. ანალიტიკოსების აზრით, საპრეზიდენტო გუნდმა ძალზე ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია წარმართა. სწორად მოხდა მხარდამჭერთა ამოცნობა და შემდეგ მათი დარწმუნება იმაში, რომ ისინი საარჩევნო უბნებზე წასულიყვნენ.
ეგზიტპოლების მიხედვით, შეერთებული შტატების ელექტორატში წელს თეთრკანიან ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 72 პროცენტს შეადგენდა. შარშანდელთან შედარებით მათმა რიცხვმა იკლო. შენარჩუნდა ფერადკანიანთა რაოდენობა, რომელიც ისევ 13 პროცენტი იყო. ლათინურ-ამერიკული წარმოშობის ელექტორატის რაოდენობა ერთი პროცენტით გაიზარდა და წლევანდელ არჩევნებზე 10-ს მიაღწია. პრეზიდენტი ობამა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფერადკანიან და ლათინურ-ამერიკულ მოსახლეობას შორის. ეს უკანასკნელი მისგან მოცულობითი საიმიგრაციო რეფორმის გატარებას ელის, რომლის დამტკიცება მან პირველ ვადაში ვერ შეძლო.
რესპუბლიკელთა სტრატეგი ფორდ ოკონელი მათ შორისაა, ვინც თვლის, რომ მისმა პარტიამ ლათინოსთა გულის მოსაგებად არასაკმარისი მუშაობა გასწია. მდგომარეობა შემდეგი არჩევნებისთვის უთუოდ გამოსასწორებელია, აღნიშნავს ის.
„რესპუბლიკელთა მხრიდან საიმიგრაციო რეფორმის განხილვაში ჩართვა უფრო ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. სწორედ აქ ვხედავ გამოსავალს. ლათინურ-ამერიკული წარმოშობის იმიგრანტებთან, კერძოდ მექსიკელ ამერიკელებთან გზის გაკვალვაა საჭირო,“- ამბობს რესპუბლიკური პარტიის სტრატეგი.
მართალია, დემოკრატებისადმი ნდობით აღჭურვილმა ამომრჩეველთა კოალიციამ ობამა მეორე ვადით აირჩია და დემოკრატ კანონმდებელთა რიცხვმაც იმატა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი კვლავ ორად გაყოფილი რჩება. დემოკრატებმა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს, რესპუბლიკელები კი უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში ფლობენ. ანალიტიკოსების აზრით, პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის ძველებურად გაგრძელდება.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ რესპუბლიკელები სტრატეგიას დიდად შეცვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ ობსტრუქციონიზმი ეფექტურია და ამით საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობას გაზრდიან. უახლოეს მომავალში პოლარიზაციის ხარისხში დიდ ცვლილებებს არ ველოდები,“ - აღნიშნავს დემოკრატთა სტრატეგი, კრისტი სეტზერი.
ახლა, როცა არჩევნები დასრულდა და კანდიდატებმა და მათმა გუნდებმა ერთმანეთის მკაცრი კრიტიკა შეწყვიტეს, გაჩნდა შანსი, რომ ორ პარტიას შორის კომპრომისი შედგეს. კონგრესმა და პრეზიდენტმა იანვრამდე საერთო ენა უნდა გამონახონ, რომ ქვეყანას მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცები და გადასახადების გაზრდა თავიდან ააცილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ხელახალი ეკონომიკური რეცესიის საფრთხის წინაშე დგება.