კითხვაზე, თუ როგორ ხედავს შექმნილ პოლიტიკურ რეალობას საქართველოში და ორ პოლიტიკურ ძალას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, ვაშინგტონში მდებარე რენდის კორპორაციის წამყვანი მკვლევარი საერთაშორისო საკითხებში, ოლგა ოლიკერი გვპასუხობს:
„საპრეზიდენტო ინსტიტუტს, საპარლამენტო ფრთასთან თანაცხოვრების გარდა, სხვა არჩევანი აღარ რჩება. „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ადგილების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება ეტაპი, როდესაც პრემიერ მინისტრს გაცილებით ფართო მოვალეობები და უფლებები დაეკისრება. დემოკრატიას არაფერი ისე კარგად არ აძლიერებს, როგორც მთავრობის სხვადასხვა შტოს თანამშრომლობა. ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში და მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში პრეცენდენტი დაედო არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემას. ადგილი არ ჰქონია საპროტესტო აქციებს ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ. ყველა მხარემ არჩევნების შედეგები აღიარა. ეს წინგაგდადგმული ნაბიჯია. თუმცა, სამომავლოდ, დაძაბულობას და აზრთა უთანხმოებას ბუნებრივია რომ ადგილი ექნება. ეს სულაც არ იქნება გასაკვირი, რადგან ეს პროცესის ნაწილია, ავტოკრატიაში არც უთანხმოება და არც მეტნაკლები დაძაბულობა არ იარსებებდა.“
აცხადებს რენდის კორპორაციის ექსპერტი და აგრძელებს, რომ ივანიშვილის მთავრობას, პერსპექტივაში, სწორედ რომ ანალოგიური გამოწვევები ელოდება საგარეო არენაზე, ისე როგორც ეს გამოწვევები მანამდე არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში. კერძოდ, კითხვაზე, თუ როგორ დააბალანსებს ამ გამოწვევებს საგარეო ფლანგზე საქართველოს ახალი ხელისუფლება, ექსპერტი გვპასუხობს:
„გამოწვევები საკმაოდ მსგავსი იქნება, როგორც აქამდე. ბიძინა ივანიშვილი პირობას დებდა რომ რუსეთთან ურთიერთობებს აღადგენდა. მე მართლაც ვფიქრობ, რომ მოსკოვში უფრო მეტი მზაობა გაჩნდება ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობების ასაწყობად. თუმცა, იმ კონტექსტში, როცა ივანიშვილი, ძველი მთავრობის მსგავსად, „ნატო"-სა და ევროკავშირისკენ ისწრაფვის, ძნელია წარმოვიდგინოთ რუსეთის გულგრილობა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენტიტეტის დათმობას, კრემლი ამას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას არც თბილისი აღიარებს, ისე რომ ძნელია ორი ქვეყნის თანამშრომლობა და სრული ურთიერთგაგება წარმოვიდგინოთ მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე თანხვედრა არ არის სავარაუდო. თუმცა, მანევრირებისთვის ორ მხრივ ურთიერთობებში უფრო მეტი ადგილი გაჩნდა სწორედ ივანიშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ.“
კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებს ქართველი ლიდერი ნატოსკენ სვლას, რუსეთთან ურთეირთობების გაუმჯობესების პარალელურად, რენდის ექსპერტი მიჩნევს, რომ რუსეთის ფაქტორიც რომ არა, ნატოში წევრობამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი.
ოლგა ოლიკერი: „არსებობს საკითხთა ერთობლიობა, რატომაც გაუჭირდება საქართველოს „ნატო"-ში გაწევრიანება. თავად ალიანსის შიგნითაც, როგორც ვიცით, არ არის თანხმობა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და წევრი ქვეყნების ერთი კატეგორია ამ იდეას ეწინააღმდეგება. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტორების გამო, ალიანსში წევრობა საკმაოდ წარმოუდგენელია საქართველოსთვის. ბოლოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ამ ვითარებს არ ცვლის. ამიტომ, სანამ იმაზე ვიფიქრებთ, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს როცა ახალი მთავრობა „ნატო"-ში წევრობაზე აკეთებს განცხადებებს, ჯერ „ნატო"-ს შიგნით საქართველოს მისამართით არსებული აზრთა სხვადასხვაობა უნდა დალაგდეს."
„ამერიკის ხმა" დაინტერესდა, თუ სად ხედავს ექსპერტი რისკებს ვაშინგტონისთვის, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება გაუარესდა.
ოლგა ოლიკერი: „რისკები ვაშინგტონისთვის პრინციპში არ არსებობს. ამერიკას საქართველოს წარმატება და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება სურს. შეერთებულ შტატებს საქართველოს არაერთ ბოლო ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა, ეს არც ახლა შეიცვლება. ამერიკა მადლიერია საქართველოს წვლილით სამხედრო ოეპრაციებში ერაყსა და ავღანეთშ. თუ მდგომარეობა აირია, ეს პირველ რიგში ცუდი იქნება საკართველოსთვის.“
და ბოლოს, ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს რომ რუსეთ-საქართველოს ომი და ამ ფაქტის უარყოფითი გავლენა, საქართველოს ყოფილი მთავრობის ყველაზე თრაგიკული დანატოვარია. სხვა არსებულ გამოწვევებში ოლიკერი რესტრუქტურიზაციის პრობლემებს ასახელებს: სააკაშვილის მთავრობის პირობებში, ოლიკერის აზრით, მოხდა პრეზიდნეტის ძალაუფლების ცენტრალიზაცია, და იმ სახელმწიფოებრივი ბერკეტების გაქრობა, რომლებსაც ერთპარტიული მმართველობისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრეცედენტები უნდა დაეძლია. თუმცა ოლგა ოლიკერი დასძენს, რომ ყველა სისტემაში ყველა დროს ძალაუფლების შესაძლო კონცენტრაციის საფრთხეები არსებობს, და რომ საქართველო სამომავლოდ გონივრულად უნდა მიუდგეს ერთი პიროვნების მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს და საფრთხეებზე დროულად გაამახვილოს ყურადღება.