თითქმის 20 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ავღანეთში ჩართულობას ინარჩუნდებდა. ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტი საგარეო დახმარებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა შეერთებულმა შტატებმა დატოვა და კონტროლი თალიბანმა აღიდგინა, ვაშინგტონმა თალიბების იზოლაციის მიზნით, ქვეყნის 9,4 მილიარდი დოლარის ოდენობის სავალუტო რეზერვები გაყინა.
„გულწრფელად მორალური საშიშროებაა, ახლა ავღანეთში მილიარდების ჩადება. შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დახმარება, თალიბანის გვერდის ავლით გავატაროთ. მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ დახმარების ნაწილი დაეხმარება თალიბანს. ეს ამაზრზენია“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი კრის მერფი.
ასევე ნახეთ: ავღანელ ქალებს სწავლის უფლება მიეცათ, თუმცა შეზღუდვებითგაერო აცხადებს, რომ ავღანეთში „სრულფასოვანი ჰუმანიტარული კატასტროფაა“ მოსალოდნელი. მსოფლიოს სურსათის პროგრამის შეფასებით, მიმდინარე ზამთარში, საკმარისი საკვები მხოლოდ ავღანელთა 2%-ს ექნება. ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, გასულ თვეში, საერთაშორისო თამნამეგორობას 4,4 მილიარდი დოლარის დახმარების თხოვნით მიმართა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ფხიზლად ყოფნა იმისთვის, რომ თალიბანმა არ მიიღოს ფინანსური ან სხვა რაიმე სახის რესურსი, რომლის გამოყენებასაც ტერორისტული აქტების განსახორციელებლად შეძლებენ. ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, თუ ჰუმანიტარული დახმარება ლეგიტიმური მიმღებებიდან, თალიბებისკენ და მათი პარტნიორებისკენ, ტერორისკენ გადაინაცვლებს“ - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი ტოდ იანგი.
საერთაშორისო კირიზისული ჯგუფის კონსულტანტი, გრემ სმიტი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ხაზინამ, უნდა განსაზღვროს ავღანეთის ეკონომიკის ყველა ნებადართული სექტორი, სადაც დახმარების გაწევა შესაძლებელი იქნება. ამასთან, სმიტის თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უნდა აკრძალონ ის, რაც დაუშვებელია, მათ შორის იარაღით ვაჭრობა.
"სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებიდან ბევრი თალიბანთან თანამშრომლობას მოითხოვს. ეს რთული და ამაზრზენია, განსაკუთრებით, როდესაც თალიბანი აგრძელებს ადამიანის უფლებების სტანდარტების უგულებელყოფას. თალიბანსა და დასავლელ ოფიციალურ პირებს შორის, თვეების განმავლობაში გამართულ მოლაპარაკებებს დიდი პროგრესი არ მოჰყოლია, როდესაც ჩიხი ნაწილობრივ თალიბების ბრალია. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს გონივრულ მოთხოვნებს, როგორიცაა განათლების მიცემა ყველა ასაკის გოგონებისთვის. თუმცა, აშშ ასევე ახორციელებს არარეალურ მიზნებს, როგორიცაა ინკლუზიური მთავრობა" - აცხადებს სმიტი.
მისი რეკომენდაციით, შეერთებულ შტატებს, ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მათ შორის, 1,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მსოფლიო ბანკის მიერ მართულ ავღანეთის აღდგენის ფონდში ავღანელების ხელფასების პირდაპირ გადასახდელად; კერძო სექტორში ამერიკული სანქციების კლასიფიცირება; კერძო აქტივების გათავისუფლება. რეკომენდაციის მიხედვით, ავღანეთის მთავრობის აქტივები გაყინული უნდა დარჩეს.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ავღანეთის ხალხი, ავღანური ოჯახები არ შიმშილობდნენ“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. თუმცა, შაჰინი თალიბანთან რაიმე სახის ფინანსურ დათმობაზე წასვლის წინააღმდეგია.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გასულ თვეში პირობა დადო, რომ კრიზისის მოსაგვარებლად, დამატებით 308 მილიონ დოლარს გამოყოფს.