ამერიკელმა ნათან ჩენმა პეკინში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. მამაკაცების ფიგურულ სრიალში ეს ჯილდო ამერიკელს 2010 წლის შემდეგ არ აუღია. ჩენი, ბოლო 12 წელიწადში პირველია.
ფინალამდე ამერიკელი მოციგურავე მოკლე პროგრამაში მიღებული უმაღლესი ქულით მივიდა. შემდეგ კი თავისუფალ სრიალში, რომელიც უფრო გრძელი პროგრამაა, მეორე ადგილზე გასული იაპონელი იუმა კაგიამა დაამარცხა. ბრინჯაოს მედალიც იაპონიას ერგო. ის მოციგურავე შომა უნომ მიიღო.
ორგზის მედალოსანი და ჩემპიონი იაპონელი იზურუ ჰანიუ ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა.
"ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. უბედნიერესი ვარ", თქვა გამარჯების შემდეგ ამერიკელმა სპორტსმენმა.
სნოუბორდით სრიალში ამერიკელმა ქლოი კიმმა 2018 წელს მიღებული ოქროს მედალი დაიცვა და კვლავ ოქროსმედალოსანი გახდა.
მეორე ადგილზე ესპანელი კერალტ კასტელეტი გავიდა. ეს მისთვის მეხუთე ოლიმპიადაა. ხოლო მესამე ადგილი იაპონელმა სენა ტომიტამ დაიკავა და ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა სახლში.