ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა "ამერიკის ხმას", "დოიჩე ველეს" და "ევრონიუსს" 72 საათი მისცა ლიცენზიის ასაღებად


თურქეთის მარეგულირებელმა უწყებამ სამ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს 72 საათი მისცა მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პლატფორმებზე წვდომას დაუბლოკავენ. ამის შესახებ ილჰან ტაჩიმ განაცხადა, რომელიც რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს ცხრა წევრიდან ერთ-ერთია.

მისი თქმით, მარეგულირებელმა საბჭომ „ამერიკის ხმის“, გერმანული „დოიჩე ველეს“ და „ევრონიუსის“ თურქულენოვან ვებგვერდებს ლიცენზიების აღება მოსთხოვა. ტაჩის თქმით, მედიის მარეგულირებელი საბჭოს დანარჩენმა 8 წევრმა წინადადებას მხარი დაუჭირა, თავად კი მის დამტკიცებაზე უარი თქვა. საბჭომ გადაწყვეტილბა უმრავლესობის თანხმობით 9 თებერვალს მიიღო.

მისივე თქმით, „ეს არის შემდგომი თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე თურქეთში“.

რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას, რომელიც ძირითადად, თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პატრიის“ მიერ არის დაკომპლექტებული, მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მედიაზე ზედამხედველობის გაზრდაზე მუშაობს. რადიოსა და ტელევიზიის უმაღლეს საბჭოს მთელ ონლაინ კონტენტზე ზედამხედველობის ფუნქცია ცოტა ხნის წინ მიენიჭა, რაც მას უფლებას აძლევს წაშალოს ნებისმიერი ონლაინ კონტენტი. თურქეთში მედიის, დაახლოებით, 90% სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული ან მთავრობასთან არის დაახლოებული.

ტაჩიმ, რომელიც ასევე ოპოზიციონერი დეპუტატია თქვა, რომ საბჭოს რეალური სამიზნე მედიის თავისუფლება იყო.

XS
SM
MD
LG