ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შავ ზღვაში წვრთნებს გამართავს


ექვსი რუსული საბრძოლო ხომალდი, წვრთნების ჩასატარებლად, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ მიემართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს გეგმიური გადაადგილებაა. თავდაცვის უწყების განცხადებას, რუსული საინფორმაციო სააგენტო, „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

იანვარსა და თებერვალში საზღვაო წრთვნების ჩატარების შესახებ, რომელშიც მთელი რუსული ფლოტი, წყნარი ოკეანიდან, ატლანტის ოკეანემდე უნდა ჩაერთოს, მოსკოვმა იანვარში განაცხადა.

შავი ზღვისკენ მიმავალ გემებში შედის „კოროლევი“, „მინსკი“ და „კალინინგრადი“ - ბოსფორის სრუტეში მათი გატარება სამშაბათს იგეგმება. დანარჩენ გემები, - „პიოტრ მორგუნოვი“, „გრეგორი პოპედანოსეცი“ და „ოლენეგორსკი გორნიაკი“, სრუტეს ოთხშაბათს გაივლიან.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი უკრაინაში შეჭრის რაიმე სახის გეგმებს უაროფს და დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტოებს“ ითხოვს. კრემლის მოთხოვნებს შორისაა, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირება და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა.

მონროს კონვენციის თანახმად, ნატო-ს წევრ თურქეთს შეუძლია ბოსფორის სრუტე ტრანზიტისთვის ჩაკეტოს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს.

„თურქეთის უფლებამოსილია, ომის დროს სრუტე ყველა უცხოური ხომალდისთვის დახუროს. მას ამის უფლებას ასევე აქვს მაშინ, თუ აგრესია თავად ემუქრება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს უარი თქვას იმ ქვეყნების სავაჭრო გემების ტრანზიტზე, რომლებსაც თურქეთთან ომი აქვს“ - ამბობს იორუკ ისაკი, გეოპოლიტიკის მკვლევარი სტამბოლიდან.

თურქეთმა, რომელიც იზიარებს საზღვაო საზღვრებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან შავ ზღვაში, განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი მისთვის მიუღებელია და მოსკოვის მისამართით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა არაგონივრული ნაბიჯია.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, მიმდინარე კრიზისში, კიევსა და მოსკოვს შუამდგომლობა შესთავაზა. ანკარას ორივე ქვეყანასთან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა ერდოღანი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ანკარა იმოქმედებს ისე, როგორც ეს ნატოს წევრ ქვეყანას მოეთხოვება.

XS
SM
MD
LG