ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: ევროპას საშიში მომენტი უდგას


ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონის (მარცხნივ) და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ)
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონის (მარცხნივ) და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ)

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპა „საშიშ მომენტშია“ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზების შედეგად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად საუბრისას განაცხადა, რომ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა და სამხედრო წვრთნების გარშემო მეტი გამჭვირვალობა და ბირთვული შეიარაღების კონტროლზე საუბარი შესთავაზა.

„ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის საშიში მომენტია“, - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. „რუსი სამხედროების რიცხვი იზრდება. შესაძლო შეჭრის ცნობის დრო კი მცირდება“, - თქვა მან.

სტოლტენბერგმა რუსეთს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვეევაში მოსკოვი მძიმე ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება.

„რუსეთს აქვს არჩევანი. მათ შეუძლიათ დიპლომატიური გამოსავალი აირჩიონ. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან - თუმცა თუ ისინი კონფრონტაციას აირჩევენ, უფრო მაღალ საფასურს გადაიხდიან“, - თქვა მან.

რუსეთს უკრაინის საზღვარზე 100,000-ზე მეტ სამხედრო ჰყავს მობილიზებული, მართავს წვრთნებს ბელარუსსა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთში ფიქრობენ, რომ კრემლი ომისთვის ემზადება. მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, თუმცა უარყოფს რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

XS
SM
MD
LG