ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატვირთოების მძღოლები კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ


სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი კანადა-აშშ-ის საზღვარზე
სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი კანადა-აშშ-ის საზღვარზე

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, რომ სატვირთო მანქანების კოლონამ, რომელიც კოვიდ-19 ვაქცინის მანდატს აპროტესტებს, შეიძლება გავლენა იქონიოს ამ შაბათ-კვირას დაგეგმილ ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ტელეკომპანია “სიენენზე” დაყრდნობით, სააგენტო “როიტერი” წერს, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეერთებული შტატების ხელისუფლება მოსალოდნელი პროტესტის შესახებ გააფთხილა.

დეპარტამენტის მიერ ხელისუფლებისთვის გაგზავნილ გაფრთხილებაში წერია, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი, ქვეყნის დიდ ქალაქებში გზების გადაკეტვას გეგმავს. მიზეზი სატვირთოს მძღოლებისთვის, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებაა.

“სიენენის” ცნობით კოლონა, სავარაუდოდ, კალიფორნიაში თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება და ვაშინგტონში მარტის შუა რიცხვებში ჩავა.

ამან შეიძლება გავლენა იქონიოს პრეზიდენტის ერისადმი მიმართვაზეც, რომელიც პირველ მარტს, ვაშინგტონშია დაგეგმილი.

პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ კანადელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებიც. მათ, კანადა-აშშ-ის საზღვარზე გადასასვლელი ორი პუნქტი აქვთ ბლოკირებული. ამავე ტიპის პროტესტი ვრცელდება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG