ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირების მაჩვენებლები შემცირდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელმა 17 პროცენტით იკლო. რაც შეეხება, გლობალურ დონეზე, სიკვდილობას, საერთო ჯამში ეს მაჩვენებელი, დროის ამავე მონაკვეთში, 7 პროცენტით არის შემცირებული.

ჯანმოს ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში ამ დრომდე დომინანტად რჩება ომიკრონის ვარიანტი, მისი გავრცელება მსოფლიოში 97 პროცენტს შეადგენს, დელტას შემთხვევების რაოდენობა კი მსოფლიოში 3 პროცენტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 31 იანვრიდან 6 თვებერვლამდე პერიოდში, 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლოდ 68 000 გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამერიკაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი წინა კვირებთან შედარებით განახევრებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG