ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მოსკოვში მიემგზარება, რათა რუს კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილოს. ეს ევროპელი ლიდერების საერთო მცდელობის ნაწილია, განმუხტონ კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზებითაა გამოწვეული.

"მე მოსკოვში მივდივარ, რათა რუსეთი დავარწმუნო დიპლომატიური გადაწყვეტილების აუცილებლობაში და ნათელი გავხადო მათთვის, რომ რუსეთის მიერ კიდევ ერთ სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა მძიმე შედეგებს გამოიღებს, რომელშიც ყველა იქნება ჩართული",- განაცხადა ტრასმა.

"რუსეთს აქვს არჩევანი. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მათ, რომ დეესკალაცია დაიწყონ და დიპლომატიის გზა აირჩიონ",- ამბობს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ტრასი პირველი ევროპელი დიპლომატი არაა, ვინც უკრაინის საკითხის გადაჭრას ეცდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახლახან დაასრულა ვიზიტი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში, სადაც პრეზიდენტმა ცალ-ცალკე მოლაპარაკებები გამართა მხარეებს შორის.

უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, მაკრონი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და პოლონეთის პრეზიდენტს ანდრეი დუდას შეხვდა.

"ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები და საშუალებები, რათა ჩავერთოთ მყარ დიალოგში რუსეთთან",- განაცხადა შოლცსა და დუდასთან საუბრის შემდეგ მაკრონმა.

ლონდონი კიევის მხარდასაჭერად
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:18 0:00

რუსეთ-უკრაინის საზღვართან კვლავ განლაგებულია 100,000 რუსი სამხედრო. გრძელდება სამხედრო წვრთნები ბელარუსში. ბოლო ინფორმაციიით კი რუსეთი წვრთნებს შავ ზღვაშიც გამართავს. ექვსი რუსული საბრძოლო ხომალდი, წვრთნების ჩასატარებლად, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ მიემართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს გეგმიური გადაადგილებაა. თავდაცვის უწყების განცხადებას, რუსული საინფორმაციო სააგენტო, „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG