ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი: უკრაინის კრიზისის განმუხტვა შესაძლებელია


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მიანიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების გამო შექმნილი სიტუაცია, შესაძლოა განიმუხტოს, თუმცა ამას, დიდი ალბათობით, თვეები დასჭირდება. განცხადება ამის შესახებ მაკრონმა კიევში, ოფიცილური ვიზიტის დროს გააკეთა.

"ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, რომ მოლაპარაკებები წინ წავწიოთ," - თქვა მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრის შემდეგ. მაკრონის განცხადებით, ის ხედავს "კონკრეტულ, პრაქტიკულ" გამოსავალს არსებული სიტუაციიდან.

მაკრონს დეტალურად არ უსაბრია იმაზე თუ რა გზებითაა შესაძლებელი დაძაბულობის განმუხტვა, თუმცა თქვა, რომ არავინ უნდა იყოს "გულუბრყვილოდ" განწყობილი რუსეთი "უპრეცენდენტო" ჯარების მობილიზების შესახებ უკრაინის საზღვართან.

რუსეთს უკრაინის საზღვრთან კვლავ 100,000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ეს კი დაძაბულობას იწვევს, არა მარტო რუსეთ-უკრაინას, არამედ რუსეთ-დასავლეთს შორის. ამერიკა და მისი პარტნიორები შიშობენ, რომ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებას აპირებს.

თუმცა, კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებს. ამასთან, ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს, რაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან ნატოს ჯარების გაყვანას, უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის თაობაზე მიცემული პირობის უკან წაღებას და ნატოს ძალების 1997 წლის განლაგებაზე დაბრუნებას მოიცავს. დასავლეთში აცხადებენ, რომ ამ განიხილება მოსკოვის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მაკრონი, რომელსაც შეხვედრები ჰქონდა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტებთან, ამბობს, რომ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტირებისთვის კონკრეტული შეთავაზებები აქვს. თუმცა ის არ აზუსტებს, თუ რა შეთავაზებებზეა საუბარი.

საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი "გააკეთებს ყველაფერს, რათა იპოვოს კომპრომისი, რომელიც ყველას აძლევს ხელს." მისივე თქმით, რამდენიმე შეთავაზება, რომელიც მაკრონმა წარუდგინა, შესაძლოა გახდეს უკრაინასთან არსებული კონფლიქტის გადაჭრის ბაზისი.

XS
SM
MD
LG