ამერიკის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინა დამატებით მძიმე არტილერიას მიიღებს. ამის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 19 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან "ონლაინ" შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შემდეგ, ნიუ-ჰემფშირში ვიზიტისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, გაგზავნის თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში უფრო მეტ შეარაღებას, უპასუხა რომ კი.
პარალელურად ლონდონში პარლამენტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას მძიმე არტილერიას გადასცემს. უკრაინელებს „სჭირდებათ მხარდაჭერა მეტი არტილერიით, ეს არის ის, რასაც ჩვენ მათ მივცემთ“, - თქვა ჯონსონმა.
მძიმე არტილერიის უკრაინაში გაგზავნის შესახებ ისაუბრა კანდის პრემიერ-მინისტმრაც, ტრუდო ამბობს, რომ დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.
ასევე ნახეთ: ომი უკრაინაში - ბაიდენი მოკავშირეებს ვიდეო ზარით ესაუბრადღეს განცხადება გააკეთა ნიდერლანების პრემიერ-მინისტრმაც. მარკ რუტეს თქმით ნიდერლანდები უკრაინას მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის.
თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ საკი ამბობს, რომ დილით გამართული შეხვედრის დროს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ, ჰუმანიტარული კუთხით.
„ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას,“- თქვა საკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ ამერიკა სანქციების მორიგ რაუნდს ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ. „ეს იქნება მკაცრი ეკონომიკური სანქციები,“- ამბობს საკი.
პენტაგონი კი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინული ჯარი რუსეთს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს. თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, რუსებს გაცილებით დიდი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა უკრაინელ სამხედროებს თავიანთი უპირატესობები აქვთ. პენტაგონის წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ ამერიკული დახმარების ნაწილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა, ნაწილი კი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩავა. (ვრცლად იხილეთ აქ.)
Your browser doesn’t support HTML5
პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების მრჩეველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლელი ლიდერების შეხვედრაზე განხილული იყო ომის შემდეგ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხიც, თუ კიევი არ იქნება ნატოს წევრი და მეხუთე მუხლი მას არ დაიცვას. მისი თქმით, პარიზი „მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები“. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მოიცავდეს შეიარაღებით დახმარებას, ან კონფლიქტში ჩართვას თუ უკრაინას მომავალში თავს დაესხმებიან.
საფრანგეთის ოფიციალური პირის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე იმსჯელეს დიდი შვიდეულის არაწევრი ქვეყნების დარწმუნების აუცილებლობაზე, რომ მათ უკრაინაში ომი განიხილონ როგორც მსოფლიო მშვიდობის საკითხი.
Your browser doesn’t support HTML5
ამასთან, გერმანიის კანცლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ბერლინმა ამოწურა რესურსი იმისა, რისი გადაცემაც უკრაინისთვის შეუძლია. თუმცა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებისთვის თანხებს გაიღებს და დამატებითი დახმარების გადასაცემლად სამხედრო ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს. ბერლინს აკრიტიკებენ, რომ ის აფერხებს "მძიმე შეიარაღების" უკრაინისთვის გადაცემას.
დღევანდელ ონლაინ შეხვედრას, ამერიკის პრეზიდენტი და კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეოდნენ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ასევე, ევრსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. (ვრცლად იხილეთ აქ.)
Your browser doesn’t support HTML5