ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის სხვადასხვა ტიპის რაკეტები და დრონები გამოიყენა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა 15 ნოემბერს განხორციელდა, როცა რუსეთმა 100 რაკეტა სხვადასხვა ქალაქებისკენ მიმართა. სამიზნეებს შორის დასახლებული პუნქტები და ენერგო ობიექტები იყო.
უკრაინას აქამდე საჰაერო თავდაცვისთვის საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემები S300-ები ჰქონდა. ახლა საჰაერო თავდაცვა ქვეყნისთვის უმაღლეს პრიორიტეტად იქცა. დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ეტაპობრივად სხვადასხვა ტიპის იარაღს აწვდიან.
გთავაზობთ რამდენიმე იარაღს, რომლითაც უკრაინა საჰაერო სივრცის დაცვას და იერიშების მოგერიებას ცდილობს.
S300 - ძველი, თუმცა კვლავ ძლიერი
S300 შორ რადიუსზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა. ის შექმნილია საბჭოთა კავშირის მიერ 1960-1970 წლებში. სისტემას შეუძლია მიზანში ამოიღოს თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.
S300-ებს მსოფლიოში 18 ქვეყანა ფლობს, მათ შორის, უკრაინა, რუსეთი და ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა. S300 არის თავდაცვითი იარაღი, თუმცა მას რუსეთი თავდასხმებისთვისაც იყენებს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, სანამ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა, უკრაინას 250 S300 ჰქონდა. რამდენიმე სისტემა უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ მიიღო, როგორც სამხედრო დახმარების ნაწილი. უცნობია რამდენი სისტემის განადგურება შეძლო რუსულმა მხარემ.
გერმანული IRIS-T - პირველი თანამედროვე საჰაერო სისტემა დასავლეთისგან
11 ოქტომბერს უკრაინამ პირველი დასავლური მოწინავე საჰაერო სისტემა გერმანიისგან მიიღო. IRIS-T მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა.
ივნისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ამ სისტემას უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის იერიშებმა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ პროცესი დააჩქარა.
ასევე ნახეთ: როგორ მუშაობს გერმანული IRIS-T ის სისტემებიახლა უკრაინა ფლობს ერთ სისტემას, რომელშიც შედის რადარი, მართვისა და კონტროლის სისტემა და რაკეტების სამი გამშვები, თითოში 8 რაკეტით. IRIS-T-ის დამატებით 3 სისტემას კიევი 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.
გერმანულ საჰაერო სისტემას შეუძლია დაიცვას მთელი ქალაქი 40 კილომეტრის მანძილზე. სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი რაკეტები (როგორიცაა „კალიბრი“) და დრონები. სპეციალისტები ამბობენ, რომ IRIS-T სისტემას ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე რადარი აქვს, რომელიც სხვადასხვა მონაცემებს აერთიანებს და სამიზნეებს პულობს.
სისტემის წარმოება 1990 წლიდან ხდება. საბოლოო ტესტირება სისტემამ 2021 წელს გაიარა.
ამერიკულ-ნორვეგიული NASAMS - დასავლური დახმარება გრძელდება
7 ნოემბერს უკრაინამ მიიღო ახალი შეიარაღება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. დახმარება მოიცავდა სააჰერო თავდაცვით სისტემა NASAMS (ეროვნული მოწინავე ხმელეთი-ჰაერი სისტემა).
ასევე ნახეთ: "რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სამაგალითო არაპროფესიონალიზმი გამოავლინა" - წერეთელიეს სისტემა 1990-იან წლებში ამერიკულმა და ნორვეგიულმა კომპანიებმა შეიმუშავეს. სისტემა დღეს იცავს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის საჰაერო სივრცეს. ეს საშუალო რადიუსზე მოქმედი საჰაერო სისტემაა, რომელიც შედგება სამი გამშვებისგან, თითოში 6 რაკეტით.
მისი რადარი სხვადასხვა მონაცემებს ეყრდნობა, ამუშავებს მათ და იღებს სამიზნეს. სისტემას შუძლია იერიში მიიტანოს ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე. ნაკლებად სავარაუდოა მან დიდი რაოდენობით საკარეტო თავდასხმის დროს რეაგირება ვერ შეძლოს ან გადაიტვირთოს.
სისტემა იყენებს „არამის“ ტიპის რაკეტას, რომელიც 40 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს (ახალი ტიპის რაკეტები 100 კილომეტრს ფარავს). დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ასობით ასეთი ტიპის რაკეტა გადასცა.
ამერიკული "პატრიოტი"
თვეებია უკრაინა ითხოვს შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს, მათ შორის, "პატრიოტს", რომელიც წარმოებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ამერიკულ საჰაერო სისტემას შეუძლია შორ რადიუსზე გაანადგუროს ბალისტიკური რაკეტები, მოწინავე საჰაერო ხომალდები და ფრთოსანი რაკეტები. პატრიოტები პირველად 1980-იან წლებში გამოჩნდა და ის ითვლება მოწინავე საჰერო თავდაცვის სისტემად ამერიკის შეერთებულ შტატბში.
Your browser doesn’t support HTML5
მრავალთვიანი განხილვების შემდეგ გადაწყდა, რომ კიევი ვაშინგტონისგან "პატრიოტის" სისტემას მიიღებს. უკრაინელი ჯარისკაცები უკვე იწვრთნებიან ამერიკაში სამხედრო ბაზაზე სისტემის ფუნქციონირების ასათვისებლად.
“ქორები“
ნოემბერში ესპანეთმა უკრაინას გაუგზავნა ამერიკული „ქორები“ - ეს არის საჰაერო თავდაცვითი იარაღი, რომელიც ამერიკაშია დამზადებული. უკრაინას „ქორებს“ უგზავნის ამერიკის შეერთებული შტატებიც.
„ქორები“ პირველად 1950-იან წლებში გამოჩნდა. ის კომპანია „რაითეონ ტექნოლოჯის"-მა შექმნა. ეს არის მობილური სისტემა, რომელიც მოქმედებს დაბალ სიმაღლეზე და საშუალო რადიუსზე. ის განსაკუთრებით ეფექტურია ირანული დრონების წინააღმდეგ.
სისტემა შედგება გამშვებისგან და რადარისგან, რომელიც ასევე მოიცავს მართვისა და კონტროლის ცენტრს.
პატარა თავდაცვითი სისტემები: ევენჯერი, გეპარდი და ვამპირი
უკრაინას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხი საშუალო ზომის საჰაერო თავდაცვითი სისტემაც გადასცა, რომლების ახლო რადიუსზე მოქმედებს და გამოიყენება ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგ.
„ევანჯერის“ საჰაერო სისტემა ჰამერის ტიპის ავტომობილზეა დამონტაჟებული და მოიცავს რვა "სტინგერის" ტიპის რაკეტას. ამ სისტემას შეუძლია გაანადგუროს სამიზნე 8 კილომეტრის რადიუსზე.
“ევენჯერის“ საჰაერო სისტემა არ არის ისეთივე დახვეწილი როგორის NASAMS ან IRIS-T. სამიზნეების აღმოსაჩენად სისტემა იყენებს ახლო რადიუსზე მოქმედ ლაზერს და ოპტიკურ მხედველობას. რაკეტის დიაპაზონი საგრძნობლად მოკლეა.
„გეპარდი" 1970-იანი წლებიდან გამოჩნდა სამხედრო ბაზარზე. სისტემა მოქმედებს დაბალ რადიუსზე რაკეტების წინააღმდეგ. მისი გამოყენება ხდება ჯავშანტრანსპორტიორებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგ, როგორიცაა რუსული „მილ მილ- 24". „გეპარდი“ ასევე ეფექტურია ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი აქტიურად იყენებს.
ივლისში გერმანიამ უკრაინას 30 "გეპარდი" მიაწოდა, რომლებსაც საკუთარი თავდაცვის ძალებში აღარ იყენებდა. ეს საზენიტო იარაღები შეიქმნა 1970-იან წლებში გერმანიაში დაბალ სიმაღლეზე მფრინავი შვეულმფრენების საწინააღმდეგოდ.
შეერთებულმა შტატებმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას გაუგზავნის „ვამპირის“ პორტატულ სისტემას. მისი დამონტაჯება ხდება პიკაპის ტიპის ავტომობილზე, მათ შორის, არა ტაქტიკურზეც. მწარმოებელი განმარტავს, რომ სისტემის დამონტაჟება ავტომობილზე ორ ადამიანს ორ საათში შეუძლია. მისი მართვისთვის კი ერთი ადამიანია საკმარისი.
პორტატული საჰაერო სისტემები
დამატებით უკრაინას აქვს პორტატული სისტემებიც, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უკრაინის თავდაცვაში. უკრაინას "სტარსტრიკებს" აწვდის დიდი ბრიტანეთი. გერმანია, ნიდერლანდები და შეერთებული შტატები კიევს სტინგერებს უგზავნიან, პოლონეთმა კი კიევს "პიორუნის" რაკეტები გადასცა.
ასევე ნახეთ: ამერიკული „შავი ქორი“ და მისი მფრინავი ქალიყველა ამ სისტემის ტარება ადამიანს მხარზე შეუძლია და მისთვის აუცილებელი არ არის ავტომობილი. სამიზნის განადგურებისთვის მისი გამოყენებაც მარტივია. ოპერატორს შეუძლია ეს სისტემები დაიდოს მხარზე და ისე გაისროლოს. გამოიყენება ვერტმფრენებისა და ჯავშანტრანსპორტიორების წინააღმდეგ.
უკრაინა დასავლური იარაღის მიღებას ამ წელსაც გააგრძელებს. ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ამბობს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
ის, რომ დსავლეთი ერთიანია და მზად არის უკრაინის დახმარება გააგრძელოს გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ამერიკის საჰაერო ბაზა "რამშტაინზე" გამართულ მორიგ შეხვედრაზეც. უკრაინას სამხედრო დახამრებას 50 სახელმწიფო უწევს. მათ შორის მოწინავე ადგილებს ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იკავებს.
სტატია მომზადებულია "რადიო თავისუფლების" მიერ
ავტორი: კრისტინა ფულტინოვა