ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ მოკლა დენის კირიევი? - საქმის ახალი დეტალები


უკრაინა რუსეთის-მოლაპარაკებებში ჩართული ბანკირის დენის კირიევის სიკვდილის საქმეზე „რადიო თავისუფლების“ უკრაინულმა რედაქციამ ახალი დეტალები გაარკვია. კირიევი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და შეჭრიდან რამდენიმე დღეში, კრემლთან მოლაპარაკებაში იყო ჩართული. ის მუშაობდა რამდენიმე დასავლური ბანკისთვის და ასევე ახლო ურთიერთობები ჰქონდა მსხვილ ბიზნესმენებთნ აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთში.

გენერალი კირილო ბუდანოვი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ დენის კირიევი, სპეცოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც მის წინააღმდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა.

გენერალი ბუდანოვი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიში ამბობს, რომ „მას ფაქტების სჯერა“ და რომ კირიევი, რომელიც დაზვერვის სააგენტოში სრულ განაკვეთზე მუშაობდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა. გენერალი ბუდანოვი არ ადასტურებს რამდენ ხანს მუშაობდა კირიევი დაზვერვაში.

აგენტებმა კირიევი მოკლეს უსაფრთხოების სამსახურის მანქანაში, როცა მის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა“ - თქვა მან და დასძინა, რომ „ფაქტია, რომ ის ამ მანქანაში მოკლეს ოპერატორებმა“.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვაზე მოკლეს თუ არა უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა უკრაინელი „გმირი“, მან თქვა, რომ „ეს აბსოლუტურად მართალია“.

აღსანიშნავია, რომ გენერალმა კირილო ბუდანოვმა „რადიო თავისუფლებას“ ინტერვიუ მას შემდეგ მისცა, რაც გაზეთმა „უოლ სთრით ჟურნალმა“ ვრცელი სტატია დაწერა კირიევის საქმეზე.

კირიევის ცხედარი კიევში 5 მარტს იპოვეს, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 12 დღის შემდეგ.

„უოლ სთრით ჟურნალის“ ინფორმაციით, კირიევის წინააღმდეგ უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება ჰქონდა დაწყებული იმის თაობაზე, აწვდიდა თუ არა ის ინფორმაციას რუსეთის ოფიციალურ პირებს.

„რადიო თავისუფლებამ“ კომენტარისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.

ბუდანოვი ამბობს, რომ მკვლელობის დღეს კირიევი დაცვის ორ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა, რაც სტანდარტული პროტოკოლის ნაწილი იყო. მისი თქმით, როდესაც კირიევი უსაფრთხოების სამსახურის სათაო ოფისისკენ მიდიოდა, მის ესკორტს სამხედრო მანქანა გადაუდგა წინ. მისი თქმით, ეს იყო ტაქტიკური ჯგუფი „ალფა“.

„დაახლოებთ 200 მეტრში მთავარი შენობიდან, ავტობუსმა მათ გზა გადაუჭრა. მანქანიდან სროლით გადმოვიდნენ „ალფას“ აგენტები და იძახდნენ, რომ ისინი „ეს-ბე-უდან“ იყვნენ.

ბუდანოვის თქმით, კირიევმა ყველას სთხოვა გაჩერებულებულიყვნენ. შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანეს და მიკროავტობუსში ჩასვეს, გაცდნენ „ეს-ბე-უს“ შენობას რამდენიმე ბლოკით და „შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. მისი სხეული გადმოაგდეს სამარშუტო ტაქსიდან. ეს არის ფაქტები. რატომ არ შევიდნენ ისინი შენობაში? რატომ არ დაიწყო გამოძიება?"

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ კირიევი ჩართული იყო მაღალი დონის მოლაპარაკებებში რუსეთის ოფიციალურ პირებთან ბელარუსში მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ბუდანოვის თქმით, მისი მითითები, კირიევი უსაფრთხოების სამსახურთად გასაუბრების შემდეგ, მატარებლით ბელარუსში უნდა წასულიყო მორიგი მოლაპარაკების საწარმოებლად.

„მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ გვქონდა, იყო დრო მოგვეგო. პროცესი გახანგრძლივებულიყო. ბატონი კირიევი პირადად იცნობდა მოლაპარაკებებში ჩართულ ორ პირს, რომლებიც რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ“.

მიხაილო პოდოლიაკმა, რომელიც ვოლოდომირ ზელენსკის მრჩეველია, სააგენტო "დელფაის" უთხრა, კირიევის სიკვდილის მიზეზი უსაფრთხოების სამსახურსა და სამხედრო დაზვერვას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა გახდა.

ბუდანოვმა პოდოლიაკის განცხადება არ შეაფასა და თქვა „ჩემს შეხედულებებს ჩემთვის შევინახავ. მოდი მხოლოდ ფაქტებზე ვკონცენტრირდეთ“.

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბრის დროს უკრაინელი კანონმდებლები ამბობენ, რომ კირიევის საქმესთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურმა განმარტებები უნდა გააკეთოს და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.

ცნობილი არ არის უკავშირდება თუ არა კირიევის საქმეს საკადრო ცვლილებები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში. ამ ინციდენტიდან რამდენიმე თვეში, ივლისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამსახურიდან გაათავისუფლა მისი ბავშვობის მეგობარი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი. პრეზიდენტის ბრძანებით სამსახურიდან ასევე დაითხოვეს ათობით გენერალი და სხვა მაღალი რანგის ოფიცერი.

„უოლ სთრით ჟურნალი“ წერს, რომ სიკვდილის შემდეგ ზელენსკიმ კირიევს პატივი მიაგო და ის კიევის სამხედრო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG