ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის რეიტინგი 40%-ია - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა


ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგები ამ კვირაში თითქმის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რესპუბლიკელები ბოლო პერიოდში პრეზიდენტს განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებენ. ამ კრიტიკის მიზეზი კი საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო შენახვაა, რაც სპეციალური გამოძიების საგანიც კი გახდა.

Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ირკვევა, რომ გამოკითხულ ამერიკელთა 40 % იწონებს პრეზიდენტის საქმიანობას. ერთი თვის წინ, ეს მაჩვენებელი 39 % იყო.

ბაიდენისთვის 2023 წელი არც ისე ცუდად დაიწყო, შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დადებითი შედეგები აჩვენეს, ინფლაცია იკლებდა და რესპუბლიკური პარტიაც სპიკერის არჩევის პრობლემების გამო კრიტიკის სამიზნე იყო. მაგრამ გამოკითხვების ბოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ფაქტორებმა მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა ის, თუ როგორ ხედავენ ამერიკელები პრეზიდენტის საქმიანობას.

80 წლის პრეზიდენტი სავარაუდოდ კიდევ ერთხელ იყრის კენჭს პრეზიდენტობისთვის. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ მან შესაძლოა ერისა და კონგრესის გაერთიანებული სხდომისადმი მიმართვისასაც კი განაცხადოს.

XS
SM
MD
LG