ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ელჩი ამერიკაში: დაღუპული სამთავრობო გუნდი უკრაინის დაცვის და რეფორმების ავანგარდში იდგა


ოთხშაბათს, კიევის რაიონში მომხდარი შვეულმფრენის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, “ამერიკის ხმამ” ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ში უკრაინის სრულუფლებიან ელჩ ოქსანა მარკაროვასთან. “ამერიკის ხმის” უკრაინული რედაქციის ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა იყო ბოლოს ცნობილი ავიაკატასტროფისა და მასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ.

ოქსანა მარკაროვა, უკრაინის ელჩი აშშ-ში
ოქსანა მარკაროვა, უკრაინის ელჩი აშშ-ში

მარკაროვამ აღნიშნა, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გრძელდებოდა და რომ საზოგადოებამ იხილა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე არაპროვოცირებული ომის მორიგი ტრაგედია, როცა ყველა საფრთხის ქვეშაა და უდანაშაულო ხალხი ყოველ დღე იღუპება.

მან დასძინა, რომ ომის 329-ე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, მის გუნდთან ერთად, არა მხოლოდ უკრაინის დაცვის, არამედ რეფორმების გატარების ავანგარდში იყო და რომ ისინი დღეს იამაყებდნენ იმით, რომ “ყველა უკრაინელი ახლა ქვეეყნის გათავისუფლების ჟინით შეპყრობილები ძალისხმევას ვაძლიერებთ, თუმცა მათ დაკარგვას ვგლოვობთ”.

როდესაც მარკაროვას 20 იანვარს, რამშტაინის ბაზაზე დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინებზე კითხეს, უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა ელის მეტ დახმარებას შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების სფეროში ისევე, როგორც დახმარებას სხვა 50 ქვეყნიდან, რომლებიც “რამშტაინის” სამიტში იღებენ მონაწილეობას, რამეთუ ბრძოლის ყველა შემდგომ ფაზას უკრაინაში განსხვავებული საჭიროებები მოაქვს. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, “ესაა მეტი საჰაერო დაცვა, მეტი არტილერია, ჯავშანტექნიკა, ტანკები უსწრაფესად, რათა ეს ომი დაასრულოს უკრაინულმა მხარემ”. თუმცა, მარკაროვა ამბიბს, რომ ენერგო უსაფრთხოების განმტკიცება და ნებისმიერი ჰუმანიტარული საჭიროება ასევე იქნება განხილული, რისთვისაც უკრაინელი ხალხი ძალზედ მადლობელია.

კითხვას, რას უპასუხებდა უკრაინის სახელით იმ ოპონენტებს, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას მოუწოდებენ, მარკაროვამ უპასუხა, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინა მშვიდობაზე ამახვილებდა ყურადღებას, შედეგად კი რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომი მიიღო. “ახლა კი ომის 329 დღეს, მოსალაპარაკებელი არაფერია უკრაინისთვის და იმისათვის, რომ ომი დასრულდეს. ის რუსეთმა უნდა შეწყვიტოს. პრეზიდენტ ზელენსკის ათ-პუნქტიანი გეგმა ნებისმიერ დროს შეიძლება განვახორციელოთ”, თქვა მან.

XS
SM
MD
LG