ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინის სამხედრო დახმარება გააორმაგონ


ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი მოკავშირეებს მოუწოდებს, გააორმაგონ სამხედრო დახმარება უკრაინის მხარდასაჭერად და დააჩქარონ ომის დასრულება. ბორის ჯონსონმა, ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

„არაფერია დასაკარაგი მასალების, აღჭურვილობის გაორმაგებით, რომლებსაც უკრაინას ვუგზავნით. არაფერია საშიში ესკალაციის კუთხით და საუკეთესო რამ მსოფლიოსთვის, ამ ყველაფრის დასრულებაა“ - განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2022 წლის სექტემბერში, სკანდალის ფონზე დატოვა. კომენტატორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ჯონსონი ბრიტანეთის პოზიციონირებას ცდილობდა, როგორც დასავლეთში უკრაინის მთავარი მოკავშირის.

ჯონსონი უარყოფს გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებული მისი აქტივიზმი, მისი მემკვიდრის, რიში სუნაკის პოზიციის ძირის გამოთხრად ჩაითვალოს. სუნაკი უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს.

მიმდინარე კვირაში ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას 14 მთავარ საბრძოლო ტანკს, „ჩელენჯერ-2-ს“ მიაწოდებს.

XS
SM
MD
LG