ფინეთმა, უკრაინისთვის ახალი, 400 მილიონი ევროს ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდების გეგმის შესახებ განაცხადა. ჰელსინკი აცხადებს, რომ მოკავშირეებთან შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინისთვის განკუთვნილო დახმარება ასევე მოიცავს "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკებს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი დახმარების პაკეტი, გაასამმაგებს უკრაინის მიმართ, ფინეთის სამხედრო დახმარების მთლიან ღირებულებას, რაც ამ დრომდე 590 მილიონ ევროს აღწევს.
მიიკა პინონენმა, ფინეთის თავდაცვის მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ლეოპარდ 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ, რომელლებიც ფინეთში დაახლოებით 200-ია, ცალკე იქნება მიღებული, - გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე მოკავშირეებთან განხილვის შემდეგ.
"მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პაკეტი არ შეიცავს ლეოპარდის ტანკებს. იგი შედგება მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალისგან", - განუცხადა პინონენმა სააგენტო "როიტერს".
უკრაინისთვის, ფინეთის მიერ ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფა, შვედეთის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.
ორ სკანდინავიურ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, "ფინეთი აწვდის თავდაცვის მასალებს უკრაინას და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ფინეთს, საჭიროების შემთხვევაში".
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა თქვა, რომ ორი ქვეყანა "ერთმანეთის უახლოესი მოკავშირეა და დღევანდელი განზრახვის წერილი აჩვენებს, რომ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ზღვარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს თანამშრომლობა".