ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ამბობს, რომ უკრაინის ომში რუსეთს, სავარაუდოდ, არ ეყოფა ადამიანური და ტექნიკური რესურსი 


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი "დიდი ალბათობით აფასებს, რომ გაძლიერებული სამხედრო საფრთხე უკრაინის ომის შემდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება". "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ რუსეთს " დიდი ალბათობით, გაუჭირდება დაგეგმილი [ოპერაციისთვის] პერსონალის შეკრება და იარაღით შესაბამისად მომარაგება".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ აპირებს ჯარს დამატებით 1,5 მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაუმატოს.

რუსეთი, ასევე გეგემავს რომ მოსკოვისა და ლენინგრადის (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგის) სამხედრო უბნები აღადგინოს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ეს ქმედება წარმოადგენს "რუსეთის დასავლეთ ტერიტორიის ძალების, ნაწილობრივ დაბრუნებას საბჭოთა კავშირის დროინდელ ეპოქაში".

რუსეთის გეგმებშია კარილიაში, ფინეთის საზღვართან ახლოს, ახალი სამხედრო კორპუსის განლაგებაც.

"ტვიტერზე" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, უკრაინისთვის გერმანული წარმოების "ლეოპარდების" ტიპის ტანკების გადაცემა იყო. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა მოუწოდა გერმანიას, რომ "ახლავე მიაწოდონ "ლეოპარდის" ტიპის ტანკები უკრაინას".

"ეს საჭიროა, რათა შეწყდეს რუსეთის აგრესია, დავეხმაროთ უკრაინას ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღდგენაში. გერმანიას, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყანას, გამორჩეული პასუხისმგებლობა აქვს ამ მიმართულებით", - თქვა რინკევიჩმა.

XS
SM
MD
LG