ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში 4 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც დნიპროში დაღუპულებს მიაგეს პატივი


დნიპროში დაღუპულთათვის პატივის მიგება მოსკოვში, ლესია უკრაინსკას მემორიალურ დაფასთან. რუსეთი, 2023 წლის 17 იანვარი.
დნიპროში დაღუპულთათვის პატივის მიგება მოსკოვში, ლესია უკრაინსკას მემორიალურ დაფასთან. რუსეთი, 2023 წლის 17 იანვარი.

ოთხშაბათს რუსეთში პოლიციამ რამდენიმე ის ადამიანი დააკავა, რომლებმაც უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში დაღუპულებს მიაგეს პატივი. ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" უფლებადამცველი ჯგუფი "ოვდ-ინფო" ავრცელებს. ჯგუფი რუსეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების საკითხებზე მუშაობს.

მოსკოველები ლესია უკრაინკას მემორიალურ დაფასთან მივიდნენ, იქ დნიპროში დაბომბილი შენობის ფოტო დადეს და მასთან ყვავილები და სათამაშოები დააწყვეს. დაკავებულებს შორის იყო ქალი, რომელიც იმპროვიზირებულ მემორიალთან ძაღლთან ერთად მივიდა და ყვავილი დააწყო. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, პოლიციამ ის მანქანაში ძალით ჩასვა, ძაღლი კი უპატრონოდ ქუჩაში დატოვეს, რომელიც იქვე, მეზობლებმა შეიფარეს.

"ოვდ-ინფოს" ცნობით, მოსკოვში 2 ადამიანი მაშინ დააკავეს, როცა ისინი იქ ყვავილებს აწყობდნენ. პოლიციამ ასევე წაიყვანა იქვე, გვერდით მდგომი 2 მოსკოველი, რომლებიც სავარაუდოდ, სახელდახელოდ მოწყობილი აქციის მონაწილეებად მიიჩნიეს..

რუსეთი უარყოფს უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას. შენობას რაკეტა შაბათს მოხვდა და იქ სულ ცოტა, 45 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 6 ბავშვია. 20 ადამიანის ძებნა კი მაშველებმა უკვე შეწყვიტეს. რუსეთი, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს კიდევ ერთხელ შეიჭრა, ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს და მშვიდობიანი მოსახლეობა მისი სამიზნე არ არის.

რა როლი აქვს "ვაგნერს" უკრაინის ომში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG