ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის პოლიცია აზიურ საცეკვაო დარბაზში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მოტივის დადგენას ცდილობს


ორშაბათს, კალიფორნიელი გამომძიებლები ცდილობდნენ დაედგინათ მოტივი, თუ რატომ მოკლა 72 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა 10 ადამიანი ლოს-ანჯელესის საცეკვაო დარბაზში, რომელიც აზიური წარმოშობის ასაკოვან კლიენტებში იყო პოპულარული. მასობრივი მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეიარაღებულმა მამაკაცმა თავი მოიკლა.

ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მთვარის კალენდრით ახალ წელს აზიელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საზეიმო დროს მოხდა, შაბათს მოაწყო მამაკაცმა, რომელიც პოლიციამ დაასახელა, როგორც 72 წლის ჰუუ კან ტრანი.

ლოს-ანჯელესის საგრაფოს შერიფმა რობერტ ლუნამ თქვა, რომ სროლის მოტივის დასადგენად, რომლის დროსაც კიდევ ათი ადამიანი დაიჭრა, ყველა ვარიანტს განიხილავენ.

ორშაბათს ოფიციალური პირები მუშაობდნენ 10 ადამიანის ვინაობის დასადგენად, რომლებიც მონტერეი პარკის „სტარ ბალრუმ დანს სტუდიოში“ სავარაუდოდ ტრანმა მოკლა. კიდევ ათი დაჭრილიდან 7, კვირა ღამისთვის საავადმყოფოში რჩებოდა.

შესაძლებელი იყო ტრანის თავდასხმა ბევრად უფრო უარესიც ყოფილიყო. მონტერეი პარკში სროლიდან 20 წუთის შემდეგ, ეჭვმიტანილი მეზობელ ქალაქ ალამბრას „ლაი ლაი ბალრუმ ენდ სტუდიო დანს“ კლუბში შევიდა. იმ საოჯახო ბიზნეს - საცეკვაო დარბაზის მმართველმა ბრენდონ ცეიმ მსროლელს იარაღი მანამდე გამოსტაცა, სანამ ის გასროლას შეძლებდა.

დაახლოებით 12 საათის შემდეგ, ქალაქ ტორანსში პოლიციელები მივიდნენ თეთრ ფურგონთან, რომელსაც ტრანი მართავდა. ფურგონთან მიახლოებისას პოლიციელებმა ერთი გასროლის ხმა გაიგონეს, როდესაც ტრანმა თავი მოიკლა.

XS
SM
MD
LG