ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მემფისში ლიზა მარი პრესლი, ელვის პრესლის ერთადერთი შვილი დაკრძალეს


მემფისში ლიზა მარი პრესლი დაკრძალეს. ამერიკელი მომღერალი და ელვის პრესლის ერთადერთი შვილი უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა.

სამგლოვიარო ცერემონიალზე გაიხსენეს, მისი და მისი მამის შემოქმედება. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მან მამის მემკვიდრეობა ერთგულად და ღირსეულად ატარა.

ლიზა მარი პრესლი, 12 იანვარს, კალიფორნიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის მემფისში იმ სახლის ეზოში დაკრძალეს, სადაც მამასთან ერთად ბავშვობაში ცხოვრობდა.

ახლა იქ ელვის პრესლის მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ელვის პრესლი, 1977 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG