„მსოფლიოს ავტოკრატები სუსტდებიან, არ ძლიერდებიან. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ჩვენ ყველანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვერთიანდებით. თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ არჩევანს, ვიყოთ ჩვენი სამყაროს ლიდერები და რაც ჩვენს მსოფლიოს სჭირდება ისაა, რომ დემოკრატია იყოს უფრო ძლიერი და შევინარჩუნოთ თავისუფლების ჩირაღდანი ანთებული, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის“ - ამ სიტყვებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა, თავისივე დაფუძნებულ დემოკრატიის სამიტს მიმართა.
დემოკრატიის სამიტი წელს მეორედ იმართება, ნაწილობრივ ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობსა და მასში 100 მეტი სახელმწიფო ლიდერი მონაწილეობს.
გარდამტეხი მომენტი
სიტყვის შესავალში, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში, დემოკრატია უკუსვლას განიცდის, თუმცა წელს, მისი თქმით, ვითარება განსხვავებულია.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: აშშ მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის„ბოლო 15 წლის განმავლობაში, გარკვეულწილად, დემოკრატია უკუსვლას განიცდის. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ წელს განსხვავებული ამბავია მოსაყოლი. გლობალური ლიდერების ერთგულებით, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ, ყველა რეგიონში ადამიანების დაჟინებით, რომლებიც თავიანთი უფლებების პატივისცემას და მათი ხმის გაგონებას ითხოვენ, ჩვენ ვხედავთ რეალურ ნიშნებს, რომ ვუბრუნდებით სწორი მიმართულებით მოძრაობას. ჩვენ ისტორიის გარდამტეხ წერტილში ვართ, როდესაც დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, ჩვენს სამყაროზე გავლენას მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოხდენს. ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ჩვენი პროგრესი, რათა შევინარჩუნოთ იმპულსი და კვლავ არ დავიწყოთ არასწორი მიმართულებით სვლა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მისი თქმით, ეს არის გარდამტეხი მომენტი, „უფრო დიდი თავისუფლებისკენ, უფრო დიდი ღირსებისკენ და უფრო დიდი დემოკრატიისკენ.“
ამერიკული დემოკრატია
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ამერიკული დემოკრატიის შესახებ და თქვა, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ, საკუთარი გამძლეობა კიდევ ერთხელ აჩვენა.
დემოკრატიაზე მუშაობა არასდროს სრულდება, ის მუდმივად უნდა იყოს დაცული.ჯო ბაიდენი
„ჩვენ ასევე ვაჩვენეთ ამერიკული დემოკრატიის გამძლეობა, გასული წლის შემოდგომაზე, ჩვენი თავისუფალი, სამართლიანი და უსაფრთხო არჩევნების დროს, - ამერიკის პირველ ეროვნულ არჩევნებზე, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. ამომრჩევლებმა ხმამაღლა და მკვეთრად უარყვეს ექსტრემიზმის ხმები, რომლებიც თავს ესხმის და ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიას. ხმის უფლება, თქვენი ხმების მოსმენა, არის დემოკრატიისა და თავისუფლების ზღვარი, მთელს მსოფლიოში. მასთან ერთად, ყველაფერი შესაძლებელია, - მის გარეშე, ჩემი აზრით, არაფერი“ - განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა, საკუთარი ადმინისტრაციის მიერ გატარებულ იმ საკანონმდევლო და ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ამერიკელ ხალხს, „ცოტა უფრო“ მეტს აძლევს.
„აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენს დემოკრატიას ჯერ კიდევ შეუძლია დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, მშრომელი ამერიკელებისთვის. ჩვენ ვამცრიებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტის ფასებს, როგორიცაა მედიკამენტები და ჯანმრთელობის დაზღვევა. ოჯახებს ცოტა მეტს ვაძლევთ, როგორც მამაჩემი იტყოდა, სულ ცოტა მეტი სუნთქვის სივრცეს. ჩვენ ვაშენებთ ამერიკის ინფრასტრუქტურას, ვაწარმოებთ ინოვაციებს და ვებრძვით კლიმატის კრიზისს. ამავდროულად, ვქმნით სამუშაო ადგილებს“ - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ დემოკრატის შენარჩუნება მუდმივ მუშაობას მოითხოვს და მნიშვნელოვანია, დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი გაძლიერება.
„ყველამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის. ეს არასდროს ყოფილა ადვილი. დემოკრატია მძიმე სამუშაოა. დემოკრატიაზე მუშაობა არასდროს სრულდება, ის მუდმივად უნდა იყოს დაცული. ჩვენ მუდმივად უნდა განვაახლოთ ჩვენი ვალდებულება და მუდმივად გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, აღმოვფხვრათ კორუფცია ყველგან, სადაც ვიპოვით, ვესწრაფვოთ კონსესუსს და უარვყოთ პოლიტიკური ძალადობა. სუძულვილსა და ექსტრემიზმს არ უნდა მვცეთ უსაფრთხო სივრცე.“
ერთად მდგომი დემოკრატია
„როდესაც დემოკრატიები ერთად დგას, ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და ერთმანეთის ძალისხმევას, უფრო დიდი ეფექტის მისაღწევად“ - პრეზიდენტმა ბაიდენმა, სმიტისადმი მიმართვისას, ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა დემოკრატიული ქვეყნების ერთობას, უკრაინის მხარდასაჭერად.
“დემოკრატიული ქვეყნებისგან, რომლებიც გმობენ რუსეთის სასტიკ, აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებენ მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც სააკუთარ დემოკრატიას იცავს, უპრეცედენტო ერთიანობა, უპრეცედენტო ერთობა ვიხილეთ. შეერთებული შტატები ეფუძნება ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, გააძლიეროს დემოკრატია გლობალურად“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
Your browser doesn’t support HTML5
სამიტს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ და თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ასევე არის დემოკრატიის წინააღმდეგ ომი. ამიტომ, მისი თქმით, „დემოკრატიას ახლა, წელს გამარჯვება სჭირდება.“
უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა იყო 28 მარტს, დემოკრატიის სამიტის პირველი დღის თემა, რომლის ფარგლებშიც, 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინის საკითხი განიხილეს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას უზრუნველყოფს. ასეთ ინიციატივად, სახელმწიფო მდივანს, კიევის მიერ წარმოადგენილი „მშვიდობის ფორმულა“ მიაჩნია, რომელსაც ვაშინგტონი მხარს უჭერს.
ვიდრე სიტყვით პრეზიდენტი გამოვიდოდა, სამიტზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა უკრაინის წინააღ რუსეთის ომზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ „უცხოური აგენტის შესახებ კანონის გაუქმება“, დემოკრატიის გამარჯვებაა.
ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე: „უცხოური აგენტის შესახებ კანონის“ გაუქმება დემოკრატიის გამარჯვება იყოპრეზიდენტმა ბაიდენმა დემოკრატიის სამიტის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს წარადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მოკავშირეები, მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები გაერთიანდნენ და აჩვენონ მსოფლიოს, რომ დემოკრატიული ერთობა ძლიერია.