ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ ნავთობზე ემბარგოს თავს წარმატებით ართმევს, თუმცა მომავალი წელი რთული იქნება


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი ამბობს, რომ ნავთობის ექსპორტის ყველა მარშრუტი შეცვალა და "უკრაინის მეგობრული" დასავლური ქვეყნების სანქციებს თავს წარმატებით არიდებს.

დასავლეთმა ფართომასშტაბიანი სანქციები რუსეთს უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ დაუწესა, მათ შორისაა ემბარგო რუსულ ნავთობზეც.

"დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და სრულად გადავამისამართეთ ექსპორტის სრული მოცულობა, რომელსაც ემბარგო შეეხებოდა. გაყიდვებში კლება არ გვქონია", - თქვა შულგინოვმა ენერგეტიკის ფორუმზე. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობისა და გაზის წარმოება 2023 წელს სავარაუდოდ დაიკლებს, ამის მიზეზი კი დასავლური შეზღუდვები და ევროპელი მყიდველების ნაკლებობა იქნება.

ამავე ღონისძიებაზე საუბრისას, რუსეთის ნავთობის უმთავრესი მომპოვებლის, "გაზპრომ ნეფტის" აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ 2023 წელი 2022-თან შედარებით უფრო რთული იქნება, რადგან სანქციების წნეხი გაიზრდება.

ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მარშრუტებს ახლა ტრადიციულად, ევროპის ნაცვლად, აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ მიმართავს, რომელთა შორისაც ინდოეთი ყველაზე დიდი ოდენობის ნავთობს ყიდულობს.

XS
SM
MD
LG