ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქების ევროპულ გამოძიებას ელოდება 


2022 წლის სექტემბერში, „ჩრდილოეთ ნაკად ერთზე“ მომხდარი აფეთქების გამოძიების დასრულებას ვაშინგტონი ელოდება. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ეს იყო "დივერსიული" აქტი და ვაშინგტონი ელოდება გამოძიების შედეგებს, რომელსაც სამი ევროპული სახელმწიფო აწარმოებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ გამოვლინდება დამნაშავე. აქვე კირბიმ მოსკოვის ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ ვაშინგტონს „დივერსიულ“ აქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რუსეთმა დასავლეთის ქვეყნები სექტემბერში „ჩრდილოეთის ნაკად ერთზე“ მომხდარ აფეთქებაში მას შემდეგ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რაც გაეროში მოსკოვის მიერ მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ეფექტური გამოძიებით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, ისინი ვინც შეძლებენ ნათელი მოფინონ ტერორისტული აქტის დამკვეთს და განმხორციელებლებს,“_ ამბობს დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი.

აფეთქება რუსულ გაზსადენზე, რომლითაც ევროპა გაზს იღებდა მაშინ მოხდა, როდესაც რუსული "გაზპრომი" ევროპას "ზამთარში გაყინვას" უწინასწარმეტყველებდა.

აფეთქება შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ წყლებში მოხდა და დაწყებულია გამოძიება, რომელშიც ასევე გერმანიაა ჩართული. კრემლში ამბობენ, რომ ამ გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ხოლო გაზსადენის აფეთქების უკან დასავლურ ქვეყნებს ხედავენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG