რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა, იაპონიის ზღვაში, იმიტირებულ სამიზნეზე, ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვა.
„იაპონიის ზღვის წყლებში, წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო გემებმა, „მოსკიტის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს, მტრის იმიტირებულ საზღვაო სამიზნეზე“ - ნათქვამია, რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ, „ტელეგრამში“ გვარცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, 100 კილომეტრში მდებარე იმიტირებულ სამიზნეს, ფრთოსანი რაკეტა, პირდაპირი დარტყმით, წარმატებით მოხვდა.
"მოსკიტი", ნატოს კოდური სახელით "SS-N-22 Sunburn"-ი, ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტაა და აქვს ჩვეულებრივი და ბირთვული ქობინი. საბჭოთა წარმოების ფრთოსან რაკეტას შეუძლია ხმის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად, 250 კილომეტრამდე (155 მილი) სიჩქარით, ფრენა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა, რომ ტოკიო ფხიზლად დარჩება მოსკოვის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ და დასძინა, რომ რაკეტის გაშვების შემდეგ ზიანი არ დაფიქსირებულა.
”რუსეთის შეჭრა უკრაინაში გრძელდება, რუსული ძალები ასევე აქტიურდებიან შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის იაპონიის მიდამოებში”, - თქვა ჰაიაშიმ რეგულარულ პრესკონფერენციაზე.
რუსული ძალების მიერ რაკეტების საცდელ გასროლას, ერთი კვირით წინ უსწრებდა ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია, იაპონიის ზღვაზე შვიდი საათის განმავლობაში ფრენა. მოსკოვის განცხადებით, ეს „გეგმიური ფრენა“ იყო.
ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების რუსეთის გეგმების შესახებ ჰაიაშიმ თქვა, რომ იაპონიამ დაგმო ეს ნაბიჯი და მოსთხოვა რუსეთსა და ბელარუსს, შეწყვიტონ „ასეთი ქმედება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას“.