ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საზღვართან, მექსიკის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში ხანძრი მსხვერპლით დასრულდა


მექსიკის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. შემთხვევა ორშაბათს გვიან ღამით მოხდა. მექსიკური საიმიგრაციო სამსახურის ეს ცენტრი, შეერთებული შტატების საზღვრის, ტეხასის გასწვრივ მდებარეობს.

მექსიკური საიმიგრაციო დაკავების ეს ცენტრი, ერთ-ერთი მთავარი გადასასვლელია თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შემოსვლა სურთ. შემთხვევის შედეგად, დაკავების ცენტრში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკული წარმომავლობის, მინიმუმ 68 მამაკაცი იყო მოთავსებული.

დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან მიგრანტები გვატემალიდან, ჰონდურასიდან, ელ სალვადორიდან, ვენესუელიდან, კოლუმბიიდან და ეკვადორიდან. მექსიკის გენერალური პროკურატურის ცნობით, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით, გვატემალელი მიგრანტები იყვნენ.

გვატემალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთაგან 28 სწორედ გვატემალიდან იყო.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპესის განცხადებით, დაკავების ცენტრში ხანძარი თავად დაკავებულებმა მას შემდეგ გააჩაღეს, რაც შეიტყვეს, რომ მექსიკიდან უნდა დაედეპორტებინათ.

„თავშესაფრის კართან ლეიბები დადეს და ცეცხლი წაუკიდეს. ვერ წარმოედგინათ, რომ ეს საშინელ უბედურებას გამოიწვევდა“ - განაცხადა ლოპესმა. მისივე თქმით, შემთხვევის დროს, ადგილზე იმყოფებოდა მექსიკის საიმიგრაციო სააგენტოს დირექტორი.

მომხდარის „საფუძვლიან გამოძიებას’ ითხოვს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.

„ეს არის შეხსენება რეგიონის მთავრობებისთვის, დარღვეული მიგრაციის სისტემისა და არალეგალური მიგრაციის რისკების გამოსწორების მნიშვნელობის შესახებ“ - ამ განცხადებით გამოეხმაურა მომხდარს, მექსიკაში შეერთებული შტატების ელჩი, კენ სალაზარი.

მომხდარს მექსიკის გენერალური პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG