ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა გერმანიაში


გერმანიაში ათწლეულების მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს, რაც ქევყანაში ბევრი პრობლემას იწვევს. მილიონობით ადამიანმა სამუშაო კვირა ვერ დაიწყო ან სამსახურში დაგვიანებით მივიდა.

ფრენების მიღებაზე უარი თქვა გერმანიის ორმა უდიდესმა - მიუნხენისა და ფრანქფურტის აეროპორტებმა. მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „დოიჩ ბაჰნმა“, რომელიც გერმანიის რკინიგის ოპერატორია.

27 მარტის გაფიცვით, აეროპორტების ასოციაციის შეფასებით, სულ მცირე, ერთ დღეში 380 000 ადამიანი დაზარალდა. მხოლოდ ფრანქფურტში გაუქმდა 1 200 ფრენა, ხოლო ფრენის მომლოდინე 160 000 მდე მგზავრმა აეროპორტში გაათენა ღამე.

გაფიცული თანამშრომლები ინფლაციის შედეგების შესამსუბუქებლად ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გერმანიაში ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 9.3 პროცენტს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინფლაციის მკვეთრი ზრდა გერმანიაში ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის, რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმაც. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ბერლინმა მოსკოვისგან გაზის მიღება ეტაპობრივად შეამცირა.

ახლა მთავრობა და დამსაქმებლები მოლაპარაკებებს მართავენ თანამშრომლებთან, რათა მიღწეული იქნეს შეთანხმება. პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელფასების ზრდის საკითხი ათასობით ადამიანისთვის „გადარჩენის საკითხია“.

ხელფასების მკვეთრმა მატებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გერმანიის მთავრობის ფუნქციონირებას და კანცლერ ოლაფ შოლცის ეკონომიკურ ხედვას. გერმანიას ამ დროისთვის კოალიციური მთავრობა მართავს. არ არის გამორიცხული ამ საკითხმა პრობლემა კოალიციის სამ პარტიას შორის ურთიერთობები გაამწვავოს.

იმ შემთხვევაში თუ გაფიცულთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება, არ არის გამორიცხული გაიზარდოს მგზავრობის ხარჯებიც, რამაც შეიძლება გერმანიაში კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვიოს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგნლები ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და პრობლემა, დიდი ალბათობით, ამ კვირაში გადაიჭრება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG