22 მარტს, აშშ-ის სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის საბიუჯეტო ქვეკომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი ძალიან ფრთხილად აკვირდება აშშ-სა და მსოფლიო ქვეყნების საპასუხო ქმედებებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თუმცა თავად არ გადაუკვეთავს წითელი ხაზი და არ მიუწოდებია რუსეთისთვის ლეტალური იარაღი.
მოსკოვში პრეზიდენტ სის ვიზიტის დასასრულს, ბლინკენმა აღნიშნა, რომ “თუ რუსეთს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუსჯელად მიეცემა თავდასხმის საშუალება, ეს, პანდორას ყუთს გახსნის სხვა მომავალი აგრესორებისთვის, რაც მსოფლიოში კონფლიქტებს წარმოშობს”.
ბლინკენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს გავლენა აქვს უკრაინის საზღვრებს მიღმაც, მაგალითად - აზიაზე, სადაც სამხრეთ კორეა და იაპონია უკრაინას ომში აქტიურად ეხმარებიან.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში დებატები განახლდა იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ჩინეთის შეიარაღებული ძალები ტაივანთან დაკავშირებით. ბლინკენმა თქვა: "ვფიქრობ, თუკი ჩინეთი ამას აკვირდება, და ისინი მას [სიტუაციას უკრაინაში] ძალიან ფრთხილად აკვირდებიან, ისინი ნახავენ გაკვეთილს იმისა, თუ როგორ ერთიენდება მსოფლიო, ან - პირიქით, რათა წინ აღუდგეს ამ აგრესიას".