ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კანადაში მიემგზავრება


ჯასტინ ტრუდო (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტზე მეხიკოში, მექსიკა. 10 იანვარი, 2023 წ.
ჯასტინ ტრუდო (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტზე მეხიკოში, მექსიკა. 10 იანვარი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს კანადელ კოლეგასთან განსახილველად ბევრი საკითხი დაუგროვდა. ჯო ბაიდენი დღეს, 23 მარტს, ოტავაში მიემგზავრება და ჯასტინ ტრუდოსთან ისაუბრებს ეროვნული უსაფრთხოების, კლიმატური ცვლილებების, ვაჭრობის, მიგრაციის, უკრაინაში ომის და ჰაიტიში მიმდინარე მღელვარების პრობლემებზე - აცხადებს თეთრი სახლი.

ბაიდენი კანადის დედაქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. პრემიერთან შეხვედრის გარდა, ის პარასკევს კანადის პარლამენტს მიმართავს.

ამერიკის პრეზიდენტი ისაუბრებს იმ კონკრეტული ნაბიჯების საჭიროებაზე, რაც "თავდაცვის ხარჯების გაზრდას, სუფთა ენერგიის წარმოებას და აყვავებული და მრავალფეროვანი ეკონომიკის მშენებლობას" უკავშირდება - თქვა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ. ის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორია.

ეს პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი ვიზიტი იქნება კანადაში. შეერთებულ შტატებს პარტნიორ სახელმწიფოსთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი და დაუცველი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG