ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა და ჩინეთი ბაიდენისა და შოლცის შეხვედრის მთავარი თემები იქნება


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარასკევს, 3 მარტს, ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხვდება. ვაშინგტონში ვიზიტისას ორი ქვეყნის ლიდერს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი ექნება განსახილველი. მათ შორის: ომი უკრაინაში, ჩინეთთან დაკავშირებული გამოწვევები და რისკი, რომ პეკინმა შესაძლოა მოსკოვს იარაღი მიაწოდოს.

შოლცი ვაშინგტონში მხოლოდ ერთ დღეს დაჰყოფს და საჯარო შეხვედრები ან პრეს-კონფერენცია დაგეგმილი არ არის.

ბაიდენი და შოლცი ერთმანეთს თეთრ სახლში ერთი საათით შეხვდებიან და მნიშვნელოვანი ნაწილი "ერთი-ერთზე საუბარსაც" გულისხმობს. ამის შესახებ "როიტერს" თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ატყობინებენ. ლიდერები პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც გაცვლიან. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პრეზიდენტსა და კანცლერს სურთ, რომ ეს ძალიან საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა იყოს, სადაც ლიდერები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს სიღრმისეულად განიხილავენ.

განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უკრაინული ჯარისთვის დასავლური დახმარების მიწოდების დაჩქარება იქნება. ოფიციალური პირების განმარტებით, ლიდერებს ესმით, რომ უახლოეს კვირებში რუსეთი განახლებულ იერიშს მიიტანს უკრაინულ ძალებზე. ვაშინგტონმა შოლცის ვიზიტის პარალელურად შესაძლოა 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადოს.

XS
SM
MD
LG