ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სის ვიზიტის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა განაახლა


ჩინეთის პრეზიენტის, სი ძინ პინის მოსკოვში ვიზიტის მეორე დღეს, მოსკოვმა უკრაინაზე საჰაერო შეტევა განაახლა. დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის შედეგად, რუსეთმა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქა. შეტევა ერთდროულად რამდენიმე ქალაქზე მიმდინარეობდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ფეთქდება ზაპორიჟიაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა.

სააგენტო "როიტერმა" შეძლო ინფორმაციის გადამოწმება და თავადაც შეესწრო აფეთქების შემდეგ მომხდარს: მეხანძრეები ცდილობდნენ, რომ აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს გამკლავებოდნენ. რეგიონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად მოკლულია ერთი და დაშავებულია 25 ადამიანი.

"ახლა საცხოვრებელი ტერიტორიები, სადაც ჩვეულებრივი მოსახლეობა და ბავშვები იმყოფებიან, ცეცხლის ქვეშაა",- დაწერა სოციალურ ქსელებში ზელენსკიმ. "ეს არ უნდა გახდეს "კიდე ერთი დღე" უკრაინაში, ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას. მსოფლიოს სჭირდება, რომ მეტად გაერთიანდეს, რათა რუსული ტერორი სწრაფად დაასრულოს და სიცოცხლეები დაიცვას".

ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე მოინახულა. მისმა ოფისმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტი მედლებს გადასცემს სამხედროებს. ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ ვიდეო ბახმუტთან ახლოსაა გადაღებული, ბახმუტისთვის ბრძოლა რუსებსა და უკრაინელებს შორის უკვე თვეებია მიმდინარეობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ასეთი სისხლიანი ქვეითთა ბრძოლა არ ახსოვს.

XS
SM
MD
LG