ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ ჟიჯარტომ ევროკავშირის გაფართოების სასარგებლოდ ისაუბრა და ამბობს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ევროკავშირში რომ ყოფილიყვნენ, მიგრაციის პრობლემებზე უფრო ეფექტურად იმუშავებდნენ.

მინისტრმა თქვა, რომ გასულ წელს, უნგრეთის სამხრეთ საზღვარზე 265,000 -ზე მეტი მიგრანტი გააჩერეს და დაამატა, რომ უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბოსნიის უშიშროების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მთავარი წერტილი მიგრაციის საკითხებია.

ევროკავშირმა ალბანეთს, ბოსნიას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს უფრო მჭიდრო ურთიერთობები შესთავაზა, მაგრამ ინტეგრაციის პროცესი წლების განმავლობაში გაყინულია. ევროკავშირმა ბოლო ახალი წევრი - ხორვატია - 2013 წელს მიიღო.

მინისტრი ასევე შეეხო სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაუწესა და ამბობს, რომ ეს წარუმატებელი ზომები იყო. ჟიჯარტოს კომენტარები ეხმიანება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გამოსვლებს, რომელმაც უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა.

კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ სანქციების საკითხზე უნგრეთის პოზიცია, ხანგრძლივ პერსპექტივაში უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებზე წინ, მოკლევადიან ეკონომიკურ საკითხებს აყენებს.

ჟიჯარტომ თქვა, რომ უნგრელებს უკრაინაში მშვიდობა სურთ, მაგრამ ბუდაპეშტი ენერგომატარებლებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ გარემოებებშია და მომარაგების დივერსიფიკაციის ძალისხმევის წარმატებისთვის დამატებითი დრო სჭირდება.

XS
SM
MD
LG