„ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულ ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში და ეს კანონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამას" - ასეთი შეფასება გააკეთა „აგენტების“ კანონპროექტების თაობაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება.
„ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულ ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში და ეს კანონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამას"ტოდ რობინსონი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე
მისი თქმით, „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს წაადგება და, რაც უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებიც ასე ფიქრობენ, რომ არ არის ეს სწორი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავრწმუნდეთ, თუ რა არის მათი პრიორიტეტი, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.“
უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში, სამოქალაქო საზოგადოება „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებს, რომელიც ფორმალურად მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სატელიტი ჯგუფის “ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრემიერის და „ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი დიმიტრი ხუნდაძეა.
დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს არასამთავრობო სექტორის შესაზღუდად, 2022 წლის ივნისის საპროტესტო აქციები გაიხსენა. „არასამთავრობო სექტორის მდიდარი ნაწილი შეხტა სცენაზე და შესთავაზა საზოგადოებას მხარდაჭერა, რომ ჩამოეყალიბებინათ ტექნიკური მთავრობა ანუ შეეცვალათ ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილება გარე თუ შიდა დაკვეთებს“.
“არცერთ ამ კანონის ბენეფიციარს არანაირ ტვირთს არ აკისრებს, გარდა იმისა, რომ მათ უბრალოდ უნდა წარადგინონ ის საბუთები, რომლებიც ისედაც ცნობილია, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსთვის, საგადასახადო სამსახურებისთვის"სოზარ სუბარი, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი
„ხალხის ძალა“, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობას ქმნის არ მალავს, რომ „აგენტების შესახებ კანონპროექტები, მესამე სექტორის დისკრედიტაციის მიზნით არის შექმნილი, ერთადერთი მიზნით, რომ მათ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები“ დაერქვათ.
“არცერთ ამ კანონის ბენეფიციარს არანაირ ტვირთს არ აკისრებს, გარდა იმისა, რომ მათ უბრალოდ უნდა წარადგინონ ის საბუთები, რომლებიც ისედაც ცნობილია, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსთვის, საგადასახადო სამსახურებისთვის, ეს უნდა წარადგინონ და დაარეგისტრინონ იუსტიციაში, საჯარო რეესტრში“ - ამბობს „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი, რომელიც წლების მანძილზე იღებდა გრანტებს და ხელფასს, როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე რადიო „თავისუფლებაში“.
„საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს, რომელიც ხელისუფლებას ყელში ყავს გაჩხერილი, აშშ-ს განვითარების სააგენტო, ბრიტანული და ევროკავშირის სახელმწიფოების ფონდები აფინანსებენ“ - მიაჩნია არასანმრავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს.
„საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს, რომელიც ხელისუფლებას ყელში ყავს გაჩხერილი, აშშ-ს განვითარების სააგენტო, ბრიტანული და ევროკავშირის სახელმწიფოების ფონდები აფინანსებენ. შესაბამისად, არასასურველ, სახელმწიფოზე უარყოფითი გავლენის მომხდენ ძალად კანონი სწორედ ამ სახელმწიფოებს წარმოაჩენს, სწორედ მათ, ჩვენს მეგობრებს აცხადებს მტრულ უცხო ძალად კანონი. და აქვე დავსვათ კითხვა, კიდევ ვინ აცხადებს ამავე სახელმწიფოებს მტრულ ძალად? დიახ, რუსეთი. და ამიტომაც არის ეს კანონი რუსული!გიორგი მშვენიერაძე, "დემოკრატიის მცველები"
მშვენიერაძის თქმით, „შესაბამისად, არასასურველ, სახელმწიფოზე უარყოფითი გავლენის მომხდენ ძალად კანონი სწორედ ამ სახელმწიფოებს წარმოაჩენს, სახელმწიფოებს, რომლებიც მონდომებას არ იშურებენ საქართველოს განვითარებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მისი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. სწორედ მათ, ჩვენს მეგობრებს აცხადებს მტრულ უცხო ძალად კანონი. და აქვე დავსვათ კითხვა, კიდე ვინ აცხადებს ამავე სახელმწიფოებს მტრულ ძალად? დიახ, რუსეთი. და ამიტომაც არის ეს კანონი რუსული“.
კანონპროექტის პირველივე მუხლი არის რუსული. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი საწესდებო მიზნები და მათ განხორციელებას ესწრაფვიან, არ განიხილავს როგორც სხვისი ინტერესისთვის მოქმედს. დემოკრატია (მუხლი 3), ადამიანის უფლებების დაცვა (მუხლი 4), ევროატლანტიკური ინტეგრაცია (მუხლი 78), სამართლის უზენაესობა (მუხლი 4) არა უცხოური გავლენის ინტერესი, არამედ საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპებია“ - ამბობს იურის გიორგი მშვენიერაძე.
როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ხალხის ძალა“ კვლავ განაგრძობენ მტკიცებას, რომ თითქოს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტები აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისია. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთახნმება თბილისის სახელმწფინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, მედიცინის მედნიერებათა დოქტორი ნინო ოკრიბელაშვილი.
„დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების („სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს. დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო ოკრიბელაშვილი.
სამოქალაქო საზოგადოების დწინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტს „ხალხის ძალას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მაინც მიიღოს კანონი, რომელიც ჩვენი მოკავშირეების განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკულ სივრცეს სამუდამოდ დააშორებს.
„ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებსირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი
„ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“ - განაცხადა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მყოფმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა, 9 მარტს უნდა დაიწყებულიყო, თუმცა უმრავლესობამ მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა და საკანონმდებლო ორგანოში განხილვა დღეს დაიწყო.
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გაცხადებული მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს სრულიად გამჭირვალე გრანტების სახით იღებენ (ამ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, კანონი გრანტების შესახებ) "უცხოური გავლენის აგენტებად" დაარეგისტრიროს.