ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ტიკტოკი” შეიძლება ამერიკაში აიკრძალოს


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის საიტი "ტიკტოკი" 150 მილიონი მომხმარებლის გარეშე შეიძლება დარჩეს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები აპლიკაციას ამერიკაში დაბლოკავს.

საკითხზე მსჯელობენ როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში ასევე კონგრესში, სადაც ფიქრობენ, რომ მილიონობით ამერიკელის პერსონალური მონაცემები დაუცველია და მასზე შესაძლოა ჩინეთის ხელისუფლებას ჰქონდეს წვდომა, რაც ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველია,-ამბობენ კანონმდებლები.

”ტიკტოკი” აგროვებს ყველანაირ მონაცემს, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაწყებული თუ სად იმყოფება ადამიანი, რას წერს,ვის ესაუბრება, ბიომეტრიულ მონაცემებს და სხვა. . მაშინაც კი, თუ თქვენ არასდროს გამოგიყენებიათ “ტიკტოკი”, ის მაინც აგროვებს თქვენზე ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდებით. “ტიკტოკი” გვითვალთვალებს ჩვენ ყველას და ჩინეთის კომუნისტური პარტია მას ბერკეტად იყენებს იმისთვის, რომ ამერიკის მანიპულირება შეძლოს,"- თქვა ქეისი როჯერსმა წარმომადგენელთა პალატიდან.

სპეციალურ მოსმენაზე კონგრესში, სადაც ამერიკელი კანონმდებლები "ტიკტოკის" აღმასრულებელ დირექტორს უსმენდნენ, არაერთხელ ითქვა, რომ შტატებში "ტიკტოკი" უნდა აიკრძალოს.

კანონმდებლების დარმუნებას, რომ ჩინეთის ხელისუფლებას "ტიკტოკთან" კავშირი არ აქვს, კომპანიის დირექტორი შო ზი ჩიუ შეეცადა. მისი თქმით "ტიკტოკი" მუშაობს მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად, რომელიც ინახება ამერიკასა და სინგაპურში.

შავი ზღვის ჰუმანიტარული დერეფანი და მისი მომავალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:07 0:00

„მე არ მინახავს არცერთი მტკიცებულება, რომ ჩინეთის ხელისუფლებას აქვს წვდომა ამ მონაცემებზე. მათ ეს არასდროს მოუთხოვიათ და ჩვენც არასდროს მიგვიწოდებია,"- თქვა ჩიუმ მოსმენაზე.

ამერიკელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ “ტიკტოკის” მფლობელი კომპანია “ბაითდენსი” ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება.

"პეკინის კომუნისტურ მთავრობის მიერ კომპანიის კონტროლის და მისი პოპულარობის ერთობლიობა, ამძაფრებს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პირადი ინფორმაციის მიმართ,"- ამბობს ფრანკ პალონი დემოკრატი კონგრესმენი.

გამოთქმულ ბრალდებებს არ იზიარებს "ტიკტოკის" აღმასრულებელი დირექტორი ჩიუ.

“ბაითდენსი” არ არის ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში ან კონტროლქვეშ. ეს არის კერძო კომპანია. 60 პროცენტი ეკუთვნის გლობალური ინსტიტუციების ინვესტორებს, 20 პროცენტი დამფუძნებელს, ხოლო დანარჩენი 20 პროცენტი თანამშრომლებს მთელს მსოფლიოში.

ამერიკელი კანონმდებლების პოზიციას, რომ შესაძლოა "ტიკტოკი" ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს იზიარებს ანალიტიკოსთა ნაწილი. ზოგ მათგანს მიაჩნია, რომ შესაძლოა "ტიკტოკის" ერთგვარი ეფექტი ამ მიმართულებით "კატასტროფულიც კი იყოს"

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს აპლიკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის კატასტროფა იყოს.

"TikTok არის პროგრამა, რომელიც უნდა იყოს შეიარაღებული. თუ ჩინეთს შეუძლია აეროსტატის იარაღად გამოყენება, წარმოიდგინეთ რისი გაკეთება შეუძლია მას “ტიკტოკის” 150 მილიონი მომხმარებლით მხოლოდ შეერთებულ შტატებში,"- ამბობს კეიტ კრაჩი.

ვაშინგტონში გამოთქმულ ეჭვებს პეკინში პასუხობენ და ამბობენ, რომ მტკიცებულებები რომელიც დაადასტურებს, რომ აპლიკაცია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის წარმოდგენილი არ არის.

“ამერიკამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება,"- ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვანგ გენბინი.

ვაშინგტონში საკითხზე მსჯელობენ და არიან ისეთი კანონმდებლებიც, რომლებიც არ იზიარებენ შეშფოთებას "ტიკტოკის" შესახებ, ერთ-ერთი ასეთი კანონმდებელი ჯამალ ბოუმანია, დემოკრატი კონგრესმენი, რომელიც ამბობს: “ტიკტოკი” არის პლატფორმა, რომელმაც შექმნა საზოგადოებრივი თავისუფალი სივრცე 150 მილიონი ამერიკელისთვის და ეს რიცხვი იზრდება.

სანამ ვაშინგტონი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და გადაწყვეტს აკრძალოს თუ არა "ტიკტოკი" მთელი ქვეყნის მასშტაბით, მანამდე თეთრი სახლის გადაწყვეტილებით სულ მალე ამერიკის მთავრობის კუთვნილ ყველა მოწყობილობაში "ტიკტოკის" გამოყენება აიკრძალება. თეთრი სახლი ამბობს, რომ ფრთხილად მსჯელობენ ქვეყნის მასშტაბით “ტიკტოკის” დაბლოკვის შესახებაც.

“ჩვენ ვაცნობიერებთ “ტიკტოკის” პოპულარობას. ეს რაღაცას ნიშნავს და გვესმის. მაგრამ პრეზიდენტის საქმეა დარწმუნდეს, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცულია,"- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ორპარტიული კანონპროექტი “ტიკტოკის” აპლიკაციას პირდაპირ არ კრძალავს. ის პრეზიდენტ ბაიდენს აძლევს საშუალებას სოციალური მედიის კომპანიები დაარეგულიროს ან დაუწესოს მათ სანქციები. “ტიკტოკის” დაბლოკვა, სავარაუდოდ, არაპოპულარული ნაბიჯი იქნება ახალგაზრდა ამერიკელებში, ეს ფაქტორი კი კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ 2024 წლის არჩევნების წინ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG