მაია ქვარცხავა
მაია ქვარცხავა პროფესიით ჟურნალისტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში მოწვეული პროფესორის სტატუსით 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის უნივერსიტეტში და ინტერნეტით სეტონ ჰილის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.