“შექსპირის 20-იან წლებში გადატანაში ახალი არაფერია... „სინეტიკშიც“ არაერთხელ გვინახავს უსიტყვო შექსპირი. და როცა „მეთორმეტე ღამეს“, კარგად ცნობილ კლასიკურ პიესას მაინც შეეჭიდები, ჯობია სპექტაკლი მართლაც ექსტრაორდინალური გამოგივიდეს. „სინეტიკის“ თეატრმა ეს მოახერხა და სწორედ ამიტომაც სრულებით დამსახურებულად მიმაჩნია სპექტაკლის ბოლოს ფეხზე მდგარი ხალხის ხმაურიანი ოვაცია“ - წერს თეატრალური კრიტიკოსი ქრისტინა ფრანკი.
„ვაშინგტონ პოსტმაც“ პრემიერიდან პირველი 10 დღის განმავლობაში ახალ წარმოდგენას 2 საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელშიც ირინა ციქურიშვილს, სპექტაკლის ქორეოგრაფს და წამყვან მსახიობს „შეუდარებელი“ უწოდა. რატომ მაინც და მაინც ამერიკის 20-იანი წლები, ვეკითხებით სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს.
„ოციან წლებს ამერიკის კულტურაში აქვს თავისებური, გამოკვეთილი, ასე რომ ვთქვათ, გამოსახულება, გამოხატულება. თვითონ ცეკვებში, სიმღერებში, მუსიკაში და ცხოვრებაში, რა თქმა უნდა. ყველაფერი თითქოს გადაჭარბებული არის 20-იანი წლების პერიოდში: ჩაცმულობაც ასეთი სტილის არის, მანერიზმიც სხვანაირია... სტილისტიკურად და ჟანრობრივად ძალიან მომწონდა. თან ეხლა მე მინდოდა, რომ ამერიკული კულტურის ზეგავლენა შემომეტანა თვითონ შექსპირში და ჩემს თეატრალურ ხელწერაში“ - ამბობს პაატა ციქურიშვილი.
დამდგმელი რეჟისორის და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ხედვამ გაამართლა. მუნჯი კინოს და თეატრის ელემენტების სასცენო შერწყმამ მაყურებელი, თუ თეატრალური კრიტიკოსები ერთნაირად მოხიბლა. ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ თავმჯდომარე, ვიქტორ შარგაი ამბობს, რომ „სინეტიკის“ ხელწერა არამარტო დედაქალაქის 90-მდე დასს შორის, არამედ მთელი ქვეყნის თეატრებშიც გამოირჩევა:
„მათი ხელოვნება უნიკალური რამ არის შეერთებული შტატებისთვის. მე ვიტყოდი, ეს არის ფილმის და თეატრის ერთგვარი შერწყმა. პაატა და ირინამ ხელოვნების სხვდასხვა დარგის ახალებური სინერგია წარმოადგინეს. მათი დრამატურგია შეუდარებელია, ისინი დიდებული შემოქმედები არიან... მათი პირველივე ნამუშევრით მივხვდი, რომ საქმე საოცრებასთან გვქონდა. როგორც ჰელენ ჰეისის საპატიო ჯილდოს თავმჯდომარე, წლიდან წლამდე თვალს ვადევნებ მათ მიერ პრიზების მოპოვებას და მინდა ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ის, რაც პაატა და ირინამ ვაშინგტონისთვის გააკეთეს“.
როგორც ჩანს, ასე მხოლოდ დედაქალაქის თეატრალები არ ფიქრობენ. სულ ახლახან, 15 იანვარს პაატა და ირინა ციქურიშვილები ვაშინგტონის საპატიო 12 მოქალაქეს შორის დაასახელეს. „სინეტიკის“ ბოლო წარმოდგენა „მეთორმეტე ღამე“ კი დღეს შეერთებული შტატების დედაქალაქის თეატრის მოყვარულთა აშკარა ფავორიტია.
„ძალიან ვეცადე 20-იანი წლების ხასიათი გადმომეცა: ის გადაჭარბებული მიმიკა, ჟესტიკულაცია, რომლითაც მსახიობები უხმოდ ცდილობდნენ საკუთარი განცდების გამოხატვას. მაშინ ხომ უზარმაზარი დატვირთვა იყო სახეზე, მიმიკაზე, თვალებზე, რათა სათქმელი უსიტყვოდ გადმოეცათ“ - ამბობს მსახიობი ფილიპ ფლეტჩერი.
სპექტაკლში 6 ქართველი ხელოვანია დაკავებული. მათ შორის კიდევ ერთი ქართული სამსახიობო დინასტიის წარმომადგენლები, მამა-შვილი: ირაკლი და ირინა კავსაძეებიც არიან. „ვაშინგტონ პოსტის“ თქმით, 3 წლის წინ შესრულებული მეფე ლირის შემდეგ, ეს ირაკლი კავსაძის საუკეთესო როლად შეიძლება ჩაითვალოს. ირინა კავსაძემ კი კომედიური ოსტატობის უმაღლესი ხარისხის დებიუტი წარმოადგინა.
„პაატამ მომცა შანსი, რომ მართლა კომედია მეთამაშა და ძალიან გავერთე. მითუმეტეს ირაკლისთან ერთად მომიწია მუშაობა სცენაზე. თან კომედია არის ფანტასტიკა. და ძალიან მიხარია, რომ შანსი მომეცა, რომ მამაჩემთან ერთად დავდგე სცენაზე და ისე ვითამაშო „მეთორმეტე ღამეში“. ძალიან მიხარია“ - ამბობს ირინა კავსაძე.
სპექტაკლი კრისტალ სითის უბანში სრული ანშლაგით მიმდინარეობს. „მეთორმეტე ღამის“ პრემიერა 9 იანვარს შედგა და მისი ჩვენება 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
„სტენტონიდან ჩამოვედი, 3 საათის გზაზე ვიარე. „სინეტიკის“ სპექტაკლზე პირველად ვარ. როგორც მსახიობს, შექსპირი არაერთხელ მითამაშია და აქამდე მეგონა, რომ მისი ენა კარგად მესმოდა. თუმცა, დღეს რაღაც სრულიად ახალი არმოვაჩინე. ეს თუ არ ნახე, ამის წარმოდგენა ძალიან ძნელია. უზარმაზარი ენერგია მოდის სცენიდან. საოცრებაა სინეტიკის მდუმარე შექსპირი. ბრწყინვალეა! ძალიან მომწონს!“ - ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი.
კრიტიკოს პიტერ მარკსის თქმით, პაატა ციქურიშვილმა თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად „მეთორმეტე ღამეში“ კიდევ ერთხელ გაიარა ქაოსის ზღვარზე და ისევ შეძლო დედაქალაქისთვის დაუვიწყარი სანახაობა ეჩუქებინა.