ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ამერიკა-საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭოს მორიგი კონფერენცია გაიმართა. ვაშინგტონში 1998 წელს დაარსებული ორგანიზაცია ერთის მხრივ, ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მიზიდვას საქართველოში და მეორეს მხრივ, ქართული კომპანიებისთვის უზრუნველყოფს პარტნიორების მოძიებას შეერთებულ შტატებში და მათთვის საექსპორტო შესაძლებლობების გაცნობას.
რიგით მე-16 ყოველწლიური კონფერენციის თემა გახლდათ „საქართველო - ვაჭრობის და ინვესტიციის სტრატეგიული ცენტრი“. გამომსვლელებს შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, ამერიკელი ინვესტორები, თუ რეგიონალური ექსპერტები. კონფერენცია გახსნა რობერტ მინოუგმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში.
იხილეთ ვიდეო:
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ქართველ ხალხს წარმატებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგები. შემდეგ მან ისაუბრა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე. ეკონომიკის წარმატებული განვითარების წინაპირობად რობერტ მინოუგმა კანონის უზენაესობის და გამჭვირვალობის პრინციპების შემდგომი დახვეწის აუცილებლობა დაასახელა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში შეერთებული შტატების პოზიცია მტკიცე და ურყევია.
გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს როგორც საქართველოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე, ასევე მთელ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. ენდერს ვიმბუში, ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ბიუროს (NBR) აღმასრულებელი დირექტორი, საკმაოდ კრიტიკული იყო ევროკავშირის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომელიც უკანასკნელ დროს უფრო საკუთარ, შიდა პრობლემებზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების შემდეგ გახდა. პროფესორ ფრედ სტარის აზრით, რომელიც ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ევროკავშირის წარუმატებელი ნაბიჯების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებმა უკრაინა კატასტროფამდე მიიყვანა.
„წარმოვიდგინოთ, ერთი წუთით, რომ უკრაინამ ევრაზიის კავშირის წევრობა გადაწყვიტა. ვფიქრობ, უკრაინის ჩაყლაპვა უფრო ადვილია, ვიდრე მისი ასე ვთქვათ, მონელება. ჯერ ერთი, რუსეთს ძალზე ცოტა რამის შეთავაზება თუ შეუძლია და მეორე - უკრაინაში აზრი გაყოფილია და ის ვინც ამ ნაბიჯის ეწინააღმდეგება, ხელის ჩაქნევას არ აპირებს“ - აღნიშნავს პროფესორი სტარი.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და უკვე განხორციელებულ რეფორმებს, ერთ-ერთი მომხსენებლის, ინვესტორ ეფტის მურგინაკისის აზრით, რომელსაც საქართველოში საქმიანი ინტერესები აქვს, 2011 წელს, როცა ის ბიზნესს იწყებდა, მთავარი პრობლემა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო: “ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხი იყო საშემოსავლო სამსახურებზე და სასამართლოზე. მთავრობას თუ არ აწყობდა, ბიზნესის წარმოება ძალიან რთული გახლდათ. ეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა... თავიდან სააკაშვილმა პოლიციაში და დაბალი რანგის სამსახურებში შეუტია კორუფციას. ახალი მთავრობა კი ახლა ელიტარულ კორუფციას ებრძვის, რაც უთუოდ მისასალმებელია... რაც შეეხება ფარმაკო-ბიზნესს, რომლითაც მე ვარ დაკავებული, საქართველო რეგიონში ყველაზე მომგებიან პოზიციაშია. ეს არის ერთადერთი ქვეყანა იმ სივრცეში, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენ მეზობელთან კარგი ურთიერთობა აქვს. ბევრი გაგებით, საქართველო კავკასიის შვეიცარია ხდება“.
ამერიკა-საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭოს პრეზიდენტის, პროფესორ მამუკა წერეთლის აზრით, რომელიც ამავე დროს რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია, ბოლო ერთი წლის მანძილზე არამარტო ბიზნესმენების მასობრივი დაშანტაჟების ან დაპატიმრების ფაქტები აღმოიფხვრა, არამედ მთავრობის მხრიდან ამ პრობლემების მოგვარებაში თანამშრომლობის ტენდენციაც შეინიშნება. მისი აზრით, „ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნების საგანი არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ინსტიტუციონალიზებული. ამიტომ აუცილებელია ალბათ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ქონდეთ მათი ინტერესების დაცვის გარკვეული მექანიზმები. პირველ რიგში ეს უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, რა თქმა უნდა, და არბიტრაჟი, რომელიც აგვარებს კომერციულ დავებს როგორც ბიზნესის მონაწილეებს შორის, კომერციულ კომპანიებს შორის, ისე კომერციულ კომპანიებს და სახელმწიფოს შორის“.
პროფესორმა წერეთელმა ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დამკვიდრდა: „ბიზნესი ყოველთვის იყო დანახული როგორც წყარო სახელმწიფო შემოსავლის გადასახადების მეშვეობით, და არა როგორც წყარო ინოვაციების, ზრდის, განვითარების, დასაქმების ხალხის - რაც ყველაზე მთავარი პრობლემაა საქართვლოსი დღეს. აქედან გამომდინარე ბიზნესს ჭირდება ხელშეწყობა ამ თვალსაზრისით, რომ არ იყოს პრესი მასზე, იყოს თავისუფლება და ამ გზით მოხდეს არა როგორც ბიუჯეტის შემვსები წყაროს დანახვა ბიზნესის, არამედ, როგორც თავისუფლების, ინოვაციების, ზრდის, კიდევ ერთხელ, წყარო“.
ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ბევრი ნიშნით გადამწყვეტი იქნება. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ის, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი.