შეერთებული შტატების დედაქალაქში ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ღონისძიების ადგილი ერთი დღით ადრე შეიცვალა და ის უფრო დიდ დარბაზში გადაიტანა.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება; ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი; თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება - ეს არის საკითხების არასრული სია, რომელიც შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტის განმავლობაში განიხილებოდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართული ფორუმის მთავარი თემა, კი საქართველოს და კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოება გახლდათ.
ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ხალხმრავალ შეხვედრას სახელწოდებით „საქართველოს და კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოება“ პროფესორი ფრედერიკ სტარი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე უძღვებოდა.
ირაკლი ალასანიამ მთავარი ყურადღება საქართველოს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სტრატეგიული კურსის თანმიმდევრულობაზე გაამახვილა, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაში გამოიხატება. თუმცა, ამავე დროს ამერიკა-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ბევრი კრიტიკული საკითხი მიმოიხილა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში.
პროფესორმა ფრედერიკ სტარმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას არაერთხელ გაუსვა ხაზი და მას „სახმელეთო სუეცის არხიც“ კი უწოდა. პროფესორის აზრით, ნატოში ინტეგრირებისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და საქართველომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნატოში გაწევრიანების გზაზე აშკარა პროგრესს მიაღწია.
“ვფიქრობ, ეს საქართველოს პროექტია და არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ჯგუფის გადაწყვეტილება. იცით, ყველაზე უფრო რა მომწონს და რას ვცემ პატივს ირაკლი ალასანიას მიდგომაში? მას კარგად ესმის, რომ მთავარი არ არის, ის, თუ რას იტყვი. საქმეა მთავარი. საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ არჩეული კურსის ერთგულია და ამის ერთ-ერთი გმირული დადასტურება ავღანეთის მისია იყო. ეს ამერიკაში ყველამ კარგად იცის და ამიტომაც ღრმა პატივისცემით ეკიდებიან საქართველოს“.
ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტის, გლენ ჰოვარდის აზრით, ნატოში ინტეგრაციის მთავარ გამოწვევად, ისევ რუსეთის ფაქტორი რჩება. თუმცა, ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატებიც, შესაბამისად, იძულებული ხდება რუსეთთან მიმართებაში საკუთარ პოზიციებს გადახედოს.
“უდაოდ, ამერიკა-რუსეთს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების გადასინჯვა ხდება. საქართველო ამ ურთიერთობების ეპიცენტრშია. შეერთებული შტატები მეტად ეცდება საქართველოს დაეხმაროს. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. პოზიტიურ ნიშნად მიმაჩნია, განსაკუთრებით აგვისტოს ომის 5 წლისთავზე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება და ისე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა“.
ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მრავალ სხვა საკითხთან ერთად, რუსეთსაც შეეხებოდა.
“ამერიკელ და რუს თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრაზე საქართველოს თემამ წამოიწია. და მე ასევე მივიღე ყველანაირი გარანტია იმის, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმას, რომ მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ფორუმზე დამსწრეთა შორის იყვნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის, ვაჭრობის დეპარტამენტის, ჯეიმსთაუნის ფონდის, ატლანტიკური საბჭოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, რამდენიმე უნივერსიტეტის, საერთაშორისო ინსტიტუტების, დიპლომატიური თუ ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები. ფორუმზე ირაკლი ალასანიამ დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებსაც უპასუხა.
მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი