ვაშინგტონი —
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 27 ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა. ექსპერტების ერთი ნაწილი საქართველოში ჩატარებულ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ქართული „პოლიტიკური ცხოვრების ახალი ერის დასაწყისად“ აფასებს. 2012 წლიდან 2013 წლის არჩევნებამდე: რამდენად დაწინაურდა დემოკრატიული პროცესები საქართველოში და რა შეიძლება მოჰყვეს ძალაუფლების ახალ გადანაწილებას ხელისუფლებაში? ამერიკელი ანალიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.
„იყო როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მოვლენები. მაგრამ საბოლოო ჯამში დავრწმუნდით, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესი საქართველოში კიდევ უფრო დაწინაურდა“, აცხადებს მარტა ბეარდი. ის დემოკრატიის ეროვნულ ფონდიდში სამხრეთ კავკასიის პროგრამებს 2010 წლიდან კურირებს. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში 29 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მან საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მარტა ბეარდის თქმით, დემოკრატია დღეს ბევრად ძლიერია, ვიდრე შარშან. სასამართლო და მედია მეტად თავისუფალია, უდიდესი პოზიტიური ძვრებია წინასაარჩევნო გარემოში, სამოქალაქო საზოგადოებაც უფრო აქტიური გახდა. შესაბამისად, მომავალი წლისთვის დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაციის გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაჩნდა.
ისე ჩანს, რომ საქართველოში დღეს მელოდრამატულად ქარიზმატული ლიდერები პოპულარული აღარ არიან და მათ ადგილს ძალაუფლების რამდენიმე შტოში განაწილებული შედარებით ნაკლებად გამოკვეთილი ლიდერები იკავებენ - აღნიშნავს მარტა ბეარდი. მან რამდენიმე შეცდომაზეც გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, კოალიციის ლიდერების მიერ მეორე ტურში მონაწილეობის არმიღების განცხადება შეაფასა, როგორც საარჩევნო კანონის უპატივცემულობის გამოხატულება. ასევე ისაუბრა აგრესიული კონსერვატიული განწყობების ზრდაზე, რომელიც 17 მაისის მოვლენებში აშკარად გამოიკვეთა და რომელზეც პრემიერს შერეული რეაქცია ჰქონდა.
შეხვედრის ორგანიზატორმა, კორი უელტმა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ევროპის, რუსეთის და ევრაზიის სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორია, ყურადღება უფრო წინასაარჩევნო გარემოზე, უშუალოდ არჩევნებზე და ხმის დათვლის პროცესზე გაამახვილა. მისი თქმით, თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბევრად უფრო „პოზიტიურად ნორმალური“ იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა. “რა თქმა უნდა საარჩევნო დემოკრატიის კონსოლიდაციის მოწმე ვართ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო დემოკრატიის სწორი მიმართულებით ვითარდება“, აღნიშნა მან.
კორი უელტმა წინასაარჩევნო პროცესის ხარვეზებზეც ისაუბრა, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მოხსენების დასასრულს პროფესორმა უელტმა პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას შორის ძალაუფლების ახალი გადანაწილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
“მართვის ახალი სისტემა ძალიან მომწონს და საქართველოს მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებად ვთვლი. კარგია, რომ რამდენიმე წლის წინ გატარებული კონსტიტუციური რეფორმა ძალაში შედის და პოლიტიკური გადასახედიდან ეს საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო აახლოვებს... გიორგი მარგველაშვილს უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ. ის ძალიან კარგი, ძალიან განათლებული ადამიანია, რომელსაც გულით სურს ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო“.
რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ მომავალს, ამერიკელი ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ღია კითხვად რჩება ის, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას. ალექს ვან ოსი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოეთის სამსახურის ინსტიტუტის პროფესორია, თვლის, რომ ივანიშვილმა პოსტის დატოვების შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ვფიქრობ, ამხელა ფულის მქონე ადამიანისთვის ქვეყნის მართვა რთული უნდა იყოს. დიდძალი ქონება ხედვას ხშირად ართულებს და უფრო მნიშვნელოვანი, ღრმა საკითხების აღქმას ბუნდოვანს ხდის. დამაინტრიგებელია მისი წასვლა, მაგრამ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა“ - აღნიშნავს ის.
პროფესორ ვან ოსის აზრით, და მას დანარჩენი ექსპერტებიც ეთანხმებიან, პოსტის დატოვება-არდატოვება დემოკრატიულ პროცესს საფრთხის ქვეშ არ აყენებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ამ თანამდებობას შეავსებენ და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიან.