საქართველოში ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. წინასაარჩევნო გარემოს შემსწავლელ საერთაშორისო მისიაში შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიც მონაწილეობდა. როგორ აფასებენ ექსპერტები საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს? ამ თემაზე თბილისიდან ახლახან დაბრუნებულ ლორა ჯუიტს ვესაუბრეთ. ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში ევრაზიის რეგიონალური დირექტორია.
მადლობა რომ ისევ ეწვიეთ ამერიკის ხმას თქვენი ექსპერტიზის გასაზიარებლად. პირველი კითხვა: ზოგადად როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ?
მადლობა მოწვევისთვის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით საქართველოში 28 აპრილს ჩავიდა. ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: საქართველო აგრძელებს დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებით სარგებლობას. თუმცა, არსებობს გამოწვევები, რომელთა უგულველყოფა არ შეიძლება, რადგან ქვეყნის მიღწევები რისკის ქვეშ დგება.
დელეგაციის დასკვნით, არჩევნებისთვის საქართველოში არსებობს: ძლიერი ადმინისტრაცია; დახვეწის საჭიროების მიუხედავად - საღი საკანონმდებლო ჩარჩო; რეზონანსული პოლიტიკური გარემო; პლურალიზმი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ამასთან, მთავრობაც სანდო არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნას ადასტურებს.
ეს ყოველივე ძალზე პოზიტიური ნიშნებია. მაგრამ, არსებობს შეშფოთება ძალადობის, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის გამო. არსებობს შერჩევითი სასამართლო დევნის ალბათობა, ან აღქმა. ზოგიერთ საარჩევნო კანონთან დაკავშირებითაც გვაქვს შეშფოთება, რისი გამოსწორებაც შეიძლება. ასე რომ სრულყოფის შესაძლებლობა სახეზეა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება არსებით ხარისხს აღწევს და პოლიტიკურ კამპანიაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მისი ნეიტრალიზების რა გამოცდილება არსებობს?
ეს უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. აქ პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაამკვიდრონ სტანდარტი და მოსახლეობას კონსტრუქციული კამპანიის და მართვის მაგალითი მისცენ. ფოკუსირება უნდა ხდებოდეს საკითხებზე და არა პიროვნებებზე. აუცილებელია უმცირესობების, მათ შორის ოპოზიციის მიმართ ტოლერანტულობა. ოპონენტებთან კონსტრუქციული დისკუსიებია საჭირო და კანონდარღვევების უსაფუძვლო ბრალდებებისთვის თავის არიდება. ეს ყოველივე ნაკლებად პოლარიზებული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
საინტერესოა თქვენი აზრი არსებულ დაბრკოლებებზე. როგორ შეიძლება ისინი მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, თუ მედიამ დაძლიოს?
აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ახალი კანონი ფინანსურ სტიმულირებას პირდება პარტიებს, რომელიც საკრებულოების არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალებს ჩართავენ. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ მართვაში მეტი ქალი ჩაერთვებოდა და მათ კანდიდატურებს მერების და გამგებლების არჩევნებზეც ვიხილავდით. ეს პოლიტიკურ არენაზე ახალი სახეების გამოჩენასაც შეუწყობს ხელს.
შემდეგ: უსაფრთხოების ძალებმა დიდი მონდომება უნდა ჩადონ იმაში, რომ ძალადობა არ მოხდეს და კამპანიები ძალადობის გარეშე გაიმართოს. თუკი არის ძალადობის შემთხვევები, ეს პროკურატურამ და სასამართლომ ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს და დამნაშავეები დაისაჯოს.
მთავრობამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ მათი თანამშრომლები და აქტივისტები კანონს იცავენ. ამმხრივ მთავრობამ რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. იუსტიციის მინისტრმა გამოსცა რეკომენდაციები ყველა სამინისტროსთვის რათა მათ კარგად გაარჩიონ ერთმანეთისგან ხელისუფლების და პარტიის ფუნქციები. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. პრემიერმა საარჩევნო კამპანიებში ჩართული ადამიანების დაპატიმრებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. ესეც პოზიტიური სვლაა. მაგრამ აღნიშნულ ნაბიჯებს საქმით განმტკიცება სჭირდება.
რამდენად ახერხებს მთავრობა ამ ეტაპზე არჩევნების სანდოობის, ოპოზიციის უფლებების და ფართო პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველყოფის დემონსტრირებას?
ჯერჯერობით რა განცხადებებსაც ვისმენთ მთავრობის მხრიდან დემოკრატიული პროცესების ერთგულების მხრივ, პოზიტიური ხასიათისაა და სწორ გზავნილებს წარმოადგენს. რამდენიმე მაგალითის შესახებ უკვე მოგახსენეთ. ეს წინასაარჩევნოდ სწორ სამუშაო ჩარჩოს ქმნის. და ისევ: მათი მიყოლა და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო კომისია და მისი ხელმძღვანელი ძალიან ღირსეული და პატივსაცემი ადამიანები არიან. საქართველოში ეს ამომრჩევლებისთვის რეალური საბაბია, რაც ხელისუფლებას მეტ დამაჯერებლობას და სანდოობას ანიჭებს.
რატომ არის მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამდენად მნიშვნელოვანი?
ამის ბევრი მიზეზია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ახალი საარჩევნო კანონით მერებს და გამგებლებს პირდაპირი არჩევნებით პირველად აირჩევენ. ამიერიდან ეს პოზიციები საკუთარი საზოგადოების და ამომრჩევლის მიმართ უფრო ანგარიშვალდებული ხდება. ამასთან ერთად, კანონით ძალაუფლება უფრო ადგილობრივი მმართველის ხელში გადადის. ასე რომ რისკი მეტია, რადგან ადგილობრივ საზოგადოებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების მეტი შანსი ექნება. შესაბამისად, ამომრჩევლებსაც მეტი პასუხისმგებლობა ენიჭებათ. ასევე დადგინდება, თუ რამდენად ექნებათ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსების კვალიფიკაცია არჩევნების მომავალ რაუნდზე. რომც ვერ მოიგონ, რეიტინგები აჩვენებს, გაცდებიან თუ არა ისინი მინიმალურ ბარიერს. და ბოლოს, საქართველოს ევროინტეგრაციის დიდი სურვილი და იმედი აქვს. ჩვენ გამოკითხვაც ჩავატარეთ, რომელმაც დაადგინა, რომ ქართველების 65 პროცენტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ასე რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები დიდ წვლილს შეიტანდა საქართველოს პროგრესში და მის ევროინტეგრაციაში.