ჟურნალი „თაიმსი“ შეერთებულ შტატებში წელს გამოსულ 10 საუკეთესო ფილმში პირველ ადგილზე „გრავიტაციას“ ასახელებს. კოსმოსში მისიის საკონტროლო პუნქტს მოწყვეტილი მსახიობის, სანდრა ბალოკის გმირის წინაშე ეგზისტენციალური კითხვები ჩნდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას მიზიდულობის ძალა დედამიწაზეც დაკარგული ჰქონდა. მეორე ადგილზეა ფილმი „დიდი სილამაზე“. ჟურნალ „თაიმსის“ შეფასებით, იტალიელი რეჟისორის პაოლო სორენტინოს ახალი ფილმი კინემატოგრაფიაში წლის ყველაზე „აღმაფრთოვანებელ“ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. „ამერიკული თაღლითობა“ მესამე ადგილზეა. ფილმი 70-იანი წლების გახმაურებული პოლიტიკური კორუფციის სკანდალს ეფუძნება, თუმცა კომიკურ ჟანრშია გადაწყვეტილი და კინოთეატრებში სულ ახლახან გამოსვლის მიუხედავად, როგორც მაყურებლებში, ისე კრიტიკოსებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გაინტერესებთ რა იყო 2013 წელს ახალი სამსახურების პირველი სამეული? კომპანიებმა „კარიერბილდერი“ და „ეკონომიკური მოდელირების სპეციალისტები“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე მეტად გავრცელებული სამსახურების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. მათ ინფორმაცია 90 ეროვნული თუ შტატის დასაქმების სააგენტოებიდან შეაგროვეს. საუბარია ისეთ სამსახურებზე, რომელთაც ბაკალავრის დიპლომი ესაჭიროება. ჟურნალ „ფორბსში“ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პროგრამისტებისთვის, კერძოდ, აპლიკაციების და სისტემური პროგრამირების სფეროში. 70 872 ახალი სამუშაო ადგილით შეერთებულ შტატებში ეს დარგი 2010 წელთან შედარებით 7-პროცენტიან ზრდას აჩვენებს. მეორე ადგილზე 37 123 სამუშაო ადგილით ბუღალტრები და აუდიტორები არიან. თუმცა, ამ ტიპის სამსახურებს მხოლოდ 3-პროცენტიანი ზრდა აქვს. მესამე ადგილზე 10-პროცენტიანი ზრდით ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები და მარკეტინგის სპეციალისტები არიან. 2013 წელს ამ ტიპის 31 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
საინტერესოა კომპანიების ხელმძღვანელების, კერძოდ, 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი უმაღლესი აღმასრულებელი ოფიცრის ხელფასები. პირველ ადგილზე უახლეს ტექნოლოგიებზე მომუშავე ელონ მასკია, ინოვატორული კომპანია „თელსა მოტორსიდან“. მისი წლიური შემოსავალია 78.2 მილიონი. მეორე ადგილზე 77 მილიონით კომპანია „ორაკლის“ აღმასრულებელი ოფიცერი ლარი ელისონია. მესამეზე კი - მარიო გაბელი კომპანიიდან „გამკოს ინვესტორები“. სიაში წელს აღარ არის „ფეისბუქის“ უმაღლესი აღმასრულებელი ოფიცერი მარკ ცუკერბერგი. ის პრესტიჟულ ე.წ. „ერთ დოლარიანთა კლუბს“ შეუერთდა. ანუ, მისი წლიური სიმბოლური ხელფასი მხოლოდ ერთი დოლარია. მდიდარი კომპანიების ხელმძღვანელებში ბოლო დროს ხელფასზე უარის თქმა მოდაში შემოდის. ამ არაოფიციალურ წრეს 1998 წელს „ეფლის“ შემქმნელი სტივ ჯობსიც შეუერთდა. 2004 წელს „გუგლის“ დამაარსებლებმაც უარი თქვეს ხელფასზე. ანალოგიურად ბევრი შეძლებული პოლიტიკოსიც იქცევა, მათ შორის ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი და მასაჩუსეტის შტატის მოქმედი გუბერნატორი მიტ რომნიც არიან.
კომპანია „ეფლმა“ გამოაქვეყნა 10 სიმღერის სია, რომელიც წელს ყველაზე კარგად გაიყიდა. უცნაური აღმოჩნდა სიმღერა „ჰეფის“ ბედი, რომელსაც ფარელ უილიამსი ასრულებს. ის პირველ თუ არა, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, შვეიცარიის, თუ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა ამერიკაში საუკეთესო ათეულშიც კი ვერ მოხვდა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, იქ პირველ ადგილზეა სიმღერა „თიმბერი“ პიტბულის და კეშას შესრულებით.
ყველაზე უფრო რა აინტერესებდა ინგლისურენოვან ინტერნეტის მომხმარებელს 2013 წელს? „გუგლის“ სიის მიხედვით, ყველაზე მეტად ინტერნეტ-ძიების გიგანტის გრაფაში მოხვდა ჰოლივუდის მსახიობი პოლ უოკერი, რომელიც ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. მას მეორე ადგილზე ბოსტონის მარათონის დაბომბვა მოჰყვება. მესამე ადგილზე კი სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ნელსონ მანდელა მოსდევს. „აიფოუნ 5-ესი“ მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. სიაში ასევე მოხვდა ამერიკის მთავრობის დახურვა და მე-9 ადგილზე გასული - დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გაჩენილი პატარა.