რუსეთმა გაეროს შესთავაზა 60 დღით გახანგრძლივდეს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის აუცილებელი უსაფრთხო კორიდორის მოქმედება. აქამდე არსებულ შეთანხმებას ვადა თვის ბოლოს გასდის. მანამდე ის უკვე განახლდა 120 დღით. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხანმოკლე გახანგრძლივებამ შესაძლოა ლოჯისტიკური პრობლემები წარმოშვას.
შეთანხმება თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ჩართულობით გასული წლის ივლისში შედგა: შეიქმნა დაცული საზღვაო სატრანზიტო დერეფანი, რათა შემსუბუქებულიყო სურსათის გლობალური დეფიციტის პრობლემა.
რისი ექსპორტი მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში?
გადაზიდვის უსაფრთხო არხის შექმნის შემდეგ დაახლოებით 24.6 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაიგზავნა, მათ შორის იყო 12.2 მილიონი ტონა სიმინდიც.
გადაზიდული ხორბლის მოცულობამ 6.7 მილიონ ტონას მიაღწია. ექსპორტზე გავიდა მზეზუმზირის ზეთი, მზესუმზირის ფქვილი და ქერიც.
წამყვანი მიმართულებები იყო: ჩინეთი - 5.4 მილიონი ტონა; ესპანეთი - 4.3 მილიონი ტონა და თურქეთი - 2.7 მილიონი ტონა. ქვეყნების სრული რაოდენობისა და ექსპორტირებული საქონლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
როგორ შეიძლება შეიცვალოს შეთანხმება
შეთანხმების მთავარი შესაძლო ცვლილება დღეების რაოდენობას უკავშირდება. თუ აქამდე შეთანხმება 120 დღით ახლდებოდა, ახლა ის შეიძლება მხოლოდ 60 დღით გახანგრძლივდეს. ამას მხარს უჭერს რუსეთი, უკრაინა კი - არა.
ასევე ნახეთ: რუსეთში "სპეციალური ოპერაციის დისკრედიტაციისთვის" მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავენანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოკლე ვადით შეთანხმების გახანგრძლივებამ, შესაძლოა განახლების თარიღამდე გადაზიდვები შეაჩეროს, რადგან არსებობს პოტენციური რისკი, რომ გარიგება ჩაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ჩაიშლება შესაძლოა უფრო მეტი გემი აღმოჩნდეს უფუნქციოდ. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე იმ 90-ზე მეტი გემიდან, რომელიც საკვებით არის დატვირთული, 60-მდე კომერციული გემი უკრაინის პორტების გარშემოა ჩარჩენილი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მცირე დროით შეთანხმების გაგრძელებამ შესაძლოა შეამციროს მარცვლეულის და ზეთის თესლის უკრაინიდან ტრანსპორტირება.
გადამზიდავი კომპანიები უკვე აჩერებენ დერეფნის გავლით გემების გაშვებას, სანამ უფრო მეტი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, ამბობენ სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს ინდუსტრიის წარმომადგენლები.
უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ რურს შეთანხმება მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივდეს და მას მიკოლაივის პორტიც დაემატოს.
ამ დროისათვის შეთანხმების მიხედვით ექსპორტი ხდება სამი უკრაინული პორტიდან. ესენია: ოდესა, ჩორნომორკი და პივდენნი.
ასევე ნახეთ: რუსეთი ამერიკულ დრონთან შეხებას უარყოფს2021 წლის მონაცემებით, მიკოლაივის პორტს უკრაინაში მარცვლეულის სიდიდით მეორე ტერმინალი აქვს. შეთანხმებაში ამ პორტის დამატება შესაძლებელს გახდის ქვეყნიდან უფრო დიდი მოცულობით მარცვლეულისა და ზეთის თესლის ექსპორტირებას.
რუსეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას მანამ, სანამ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები სოფლის მეურნეობის ექსპორტის განბლოკვის კუთხით. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის ექსპორტი არ ყოფილა სანქციების უშუალო სამიზნე. თუმცა მოსკოვი განმარტავს, რომ მისი გადახდების, ლოჯისტიკისა და სადაზღვევო ინდუსტრიების დასანქცირება ბარიერია მისი მარცვლეულისა და სასუქების ექპორტისთვის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლის მიზანია დასავლეთმა შეამსუბუქოს სანქციები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ბანკ "როსელხოზბანკზე".
შეამსუბუქა თუ არა შეთანხმებამ სასურსათო კრიზისი?
უკრაინიდან გადაზიდვების შემცირებამ დიდი როლი ითამაშა სურსათის ფასების გლობალურ კრიზისში. პროცესზე გავლენა ჰქონდა კოვიდ19-ის პანდემიას და კლიმატურ ცვლილებებსაც, მათ შორის გვალვას არგენტინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შეთანხმების შედეგად შექმნილმა დერეფანმა, უკრაინიდან გააზიდვების ნაწილობრივი აღდგენა შეძლო, თუმცა მისი სრულად აღდგენა უახლოეს მომავალში შეუძლებელია, - ამბობენ ანალიტიკოსები.
უკრაინულ პორტებში მარცვლეულის ტრანსპორტირება რთული და ძვირია, ომის გამო ფერმერებმაც შეამცირეს ისეთი კულტურების თესვა, როგორიცაა ხორბალი და სიმინდი. ანალიტიკოსთა აზრით, ამის მიზეზი ქვეყნის შიგნით, პროდუქტის დაბალი საბაზრო ფასი იყო.
შეამცირა თუ არა შეთანხმებამ ხორბლის გლობალური ფასები?
ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ხორბლის ფასები 2022 წლის თებერვლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მკვეთრად გაიზარდა.
ასევე ნახეთ: შაფერი: "ეს აშკარა ომის დანაშაულია"ახლა ფასი ომამდელ ნიშნულზეა, რადგან უკრაინამ შეძლო დერეფნის გავლით მილიონობით ტონა ხორბლის ექსპორტზე გაიტანა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ფასზე გავლენა იქონია, რუსეთში რეკორდული მოსავალი იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხორბლის ფასის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურმა ეკონომიკურმა პერსპექტივებმა და მყარმა ამერიკულმა დოლარმა.
მიუხედავად იმისა, რომ ხორბალზე ფასები დასტაბილურდა, მაღალი რჩება ხორბალზე დაფუძნებული პროდუქტების ფასები. განსაკუთრებით დიდია ფასები განვითარებად ქვეყნებში.
როგორ მუშაობს დაზღვევა?
სტამბოლში დაფუძნებულმა ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა რომელიც ზედამხედველობას უწევს შეთანხმებას და რუსი, თურქი, უკრაინელი და გაეროს ოფიციალური პირებისგანაა დაკომპლექტებული, აგვისტოში გამოაქვეყნა გადაზიდვების პროცედურები. ამის მიზანი გემების მფლობელი კომპანიების წუხილის ჩაცხრობა იყო.
ასევე ნახეთ: პუტინი: "გერმანია ოკუპირებული რჩება"მზღვეველებმა მაშინვე განმარტეს, რომ მოახდენდნენ სატრასპორტო დერეფნის ფარგლებში საზღვაო ნაღმებისგან დაცვას და გაწმენდას. მათ წარმოადგინეს მკაფიო სტრატეგიაც. დებულების თანახმად, გემებს უნდა ემოძრავათ მკაცრად განსაზღვრულ დერეფანში.
22 ივლისის შეთანხმებიდან გამომდინარე ლონდონის „ლლოიდის“ მზღვეველებმა „ასკოტ“-მა და ბროკერმა „მარშმა“ მარცვლეულისა და საკვები პროდუქტებისთვის დააარსეს საზღვაო ტვირთების და ომის დაზღვევის წესები. თანხად კი 50 მილიონი ამერიკული დოლარი განსაზღვრეს.
უკრაინის პორტებში მცურავი გემების მთლიანი დაზღვევის ღირებულება, ამ დრომდე ფარავს მხოლოდ ცალკეულ სეგმენტებს. დაწესდა გამონაკლისებიც ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინისთვის.
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ.