ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ბახმუტზე: „მთელი სარდლობა ემხრობა ამ სექტორის გაძლიერებას"


უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი ბახმუტზე უწყვეტ, ინტენსიურ თავდასხმას აგრძელებს. მათივე თქმით, რუსული ძალები აგრძელებს იერიშებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგაც, რასაც კვლავ მსხვერპლი გამოჰყვება. 15 მარტს, პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ბახმუტის დაცვა გაგრძელდება და უკრაინული ძალების მოქმედების შედეგად, მტერს მაქსიმალური დანაკარგები ექნება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 მარტს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე, ბახმუტზე ფოკუსირებული 90-ზე მეტი წარუმატებელი შეტევა განახორციელა.

უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობითვე, ბახმუტის გარდა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბრძოლის ეპიცენტრია, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები განახორციელა ლიმანის, ავდიივკის, მარინკასა და შახტარსკის მიმაერთულებით.

სამშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა ერთ-ერთი უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას თქვა, რომ მძიმე ბრძოლები ასევე მიმდინარეობს კრემანსა და ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე სხვა დასახლებებში.

რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, 40 საჰაერო და 12 სარაკეტო დარტყმა, ასევე, 100-ზე მეტი სარაკეტო სროლა განახორციელა - ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო პირები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ხერსონის რეგიონში, ივანოვკის დასახლებაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას, ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა საკუთრება.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე პროდუკინმა განაცხადა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიჭრა. მისი თქმით, სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი იყო.

14 მარტს რუსული რაკეტა მოხდვა საცხოვრებელ კორპუსს, კრამატორსკშიც, ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კილომეტრში. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა - სამი.

ამასთან, დონეცკის ოლქის გბერნატორმ, პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ 14 მარტს გვიან ღამით, ქალაქ კურახოვოში დაბომბვის შედეგად, გაითიშა ელექტროენერგია. კურახოვო რუსული ძალების სამიზნე აქამდეც იყო. დეკემბერში განხორციელებულ თავდასხმას, 10 მშვიდობიანი ადგილობრივი მოსახლე ემსხვერპლა.

გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ვოლოდომირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის უმაღლესი სამხედრო სარდლობა, ერთხმად ემხრობა აღმოსავლეთ უკრაინის სექტორის დაცვას, რომელიც მოიცავს ალყაში მოქცეულ ქალაქ ბახმუტს. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები, მარტში, მტერს მაქსიმალურ დანაკარგს განაცდევინებს.

ზელენსკის თქმით, სამხდრო სარდლობასთან გამართულ შეხვედრაზე, მთავარი აქცენტი სწორედ ბახმუტზე გაკეთდა. „მთელი სარდლობის მკაფიო პოზიციაა - გაძლიერდეს ეს სექტორი და მაქსიმაულრად განადგურდნენ ოკუპანტები“, - თქვა ზელენსკიმ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მალიარი აცხადებს, რომ ბახმუტის დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან რუსები „უამრავ ჯარისკაცს“ და აღჭურვილობას კარგავენ, მათი „წინსვლის შესაძლებლობა კი - მცირდება.“

ბახმუტი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG