ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი იარაღის ყიდვისას მეტი შემოწმების შესახებ განკარგულებას გამოსცემს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სამშაბათს, ახალი განკარგულებისთვის ხელის მოწერას გეგმავს. ამ განკარგულების მიზანი იარაღის შესყიდვისას მეტი შემოწმებების მოთხოვნა და იარაღის შენახვის წესების დაცვის წახალისებაა. ამასთან, ამ განკარგულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ამერიკულმა სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღონ ყველაფერი ის, რაც იარაღის კონტროლთან დაკავშირებით გასულ ზაფხულს ამოქმედებული, ორპარტიული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

დემოკრატი პრეზიდენტი აპირებს, რომ იარაღის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით თავისი ძალისხმევის თაობაზე მოქალაქეებს კალიფორნიიდან, მონტერეი პარკიდან აცნობოს. სწორედ კალიფორნიაში, იანვარში, შეიარაღებულმა მამაკაცმა საცეკვაო დარბაზში 20 ადამიანს ესროლა და 11 მოკლა.

ბაიდენის რიტორიკა იარაღთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამკაცრდა. ის გამუდმებით მოითხოვს იარაღის კონკრეტული ტიპის გაყიდვის აკრძალვასაც. იარაღის წინააღმდეგ ასეთი მკაცრი რიტორიკა დემოკრატებს, რომლებიც ამ თემაზე ხშირად მუშაობენ, ობამას ადმინისტრაციის დროსაც არ ჰქონიათ. თუმცა, ბაიდენი, სავარაუდოდ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ კურსს და მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ მოწოდებებს გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG