ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა რეკორდული თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა


15 დეკემბერს, აშშ-ს სენატმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც რეკორდულ - 858 მილიარდი დოლარის წლიურ თავდაცვის ხარჯებს ამტკიცებს. ეს 45 მილიარდი დოლარით მეტია, ვიდრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი. ამავე საკანონმდებლო აქტით, გააუქმდა სამხედროების სავალდებულო ვაქცინაცია კოვიდ-19-ზე.

სენატორებმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (NDAA), მხარი ორპარტიული უმრავლესობით, 83/11-ზე დაუჭირეს. ეს არის ყოველწლიური სავალდებულო კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს პენტაგონის პოლიტიკას.

წინააღმდეგ ხმა სენატორების ლიბერალურმა ნაწილმა მისცა, რომელიც მუდმივად მზარდ სამხედრო ბიუჯეტს აპროტესტებს. ბიუჯეტს ასევე ეწინააღმდეგებიან ფისკალური კონსერვატორები, რომლებსაც მთავრობის დანახარჯებზე უფრო მკაცრი კონტროლი სურთ.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი წარმომადგენელთა პალატაში გასულ კვირას გავიდა. ახლა პროცედურულად, ის თეთრ სახლს ეგზავნება და მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ხელს ბიუჯეტის კანონპროექტს მალევე მოაწერს.

2023 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ითვალისწინებს $858 მილიარდს სამხედრო დანახარჯებში და მოიცავს ჯარისკაცების ანაზღაურების 4,6%-ით ზრდას; ასევე - იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესყიდვის დაფინანსებას; ტაივანისა და უკრაინის მხარდაჭერას.

დახმარება ტაივანს, უკრაინას და მოსამართლეებს

იმის გამო, რომ ეს არის იმ რამდენიმე ძირითადი კანონპროექტიდან ერთ-ერთი, რომელიც ყოველთვის მტკიცდება, კანონმდებლები იყენებენ როგორც მექანიზმს, მთელი რიგი ინიციატივებისთვის.

წლევანდელი ზომები, რომელიც კანონპროექტში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, წარმომადგენელთა პალატასა და სენატში თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების შემდეგ კომპრომისულად იქნა მიღებული, მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციას და კანონმდებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ფედერალურ მოსამართლეებს, დაიცვან თავიანთი პერსონალური ინფორმაცია ონლაინ ნახვისგან.

2023 წლის ფისკალური NDAA ასევე მოიცავს დებულებას, რომელსაც ითხოვს ბევრი რესპუბლიკელი - და ეწინააღმდეგება ბევრი დემოკრატი: თავდაცვის მდივანს მოეთხოვება გააუქმოს მანდატი, რომელიც მოითხოვს შეიარაღებული ძალების წევრების ვაქცინაციას COVID-19-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი უზრუნველყოფს უკრაინის მინიმუმ 800 მილიონი აშშ დოლარის დამატებით დახმარებას მომავალ წელს და მოიცავს მთელ რიგ დებულებებს ტაივანის გასაძლიერებლად, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე. მათ შორის, მოიცავს მილიარდობით დოლარის დახმარებას ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თუ ტაივანისთვის იარაღის სწრაფი შესყიდვას.

NDAA არ არის საბოლოო სიტყვა თავდაცვსის ხარჯების შესახებ. ავტორიზაციის კანონპროექტები ქმნის პროგრამებს, მაგრამ კონგრესმა უნდა მიიღოს ასიგნებების კანონპროექტები, რათა მთავრობას მისცეს კანონიერი უფლებამოსილება, დახარჯოს ფედერალური ფული.

კანონპროექტს, რომელიც მთავრობას 2023 წლის 30 სექტემბრამდე, ფისკალური წლის დასრულებამდე დააფინანსებს, კონგრესი მომავალ კვირაში მიიღებს.

XS
SM
MD
LG